სასარგებლო თვისებები:
აღადგენს და იცავს კანს. ექსტრაქტი ძალიან კარგია სახის კრემებში, ვინაიდან მასში უხვადაა ანტიოქსიდანტები, რაც კანს გარემოს დამაბინძურებლებისა და ტოქსინებისგან იცავს.
შველის აკნეს. ვანილს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რის გამოც ხშირად გამოიყენება აკნეს სამკურნალო საშუალებებში. ვანილის შემადგენელი ვანილინი ანტიბაქტერიულია და წმენდს კანს. ამცირებს ჩირქოვანი გამონაყარისა და აკნეს გაჩენის შანსს.
ამაგრებს თმას. ვანილის ექსტრაქტი არბილებს თმას და ებრძვის თმის გაყოფილი ბოლოების წარმოქმნას. ამბობენ, რომ აჩქარებს თმის ზრდასაც.
აქრობს ტკივილს. ვანილის ექსტრაქტში არსებულ ვანილინს იგივე თვისებები აქვს, რაც წიწაკაში არსებულ კაპსაიცინსა და სუნელებში (მაგ, დარიჩინი) არსებულ ეუგანოლს. ადგილობრივი გამოყენებისას აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და შესაბამისად, დროებით ადგილობრივად აყუჩებს ტკივილს. აიურვედულ მედიცინაში ვანილის ექსტრაქტს კბილის ტკივილის დასაამებლად იყენებდნენ.
ებრძვის სტრესს. არომათერაპიულ ნარევში ვანილის ექსტრაქტის შერევა აქრობს შფოთისა და დაძაბულობის შეგრძნებას.
აღმგზნები. ვანილის ექსტრაქტი ადამიანს ეიფორიაში აგდებს. ამის გამო იგი სექსუალურ აღმგზნებადაც ითვლება.
შავი ჩხირი
დამუშავებულ და გამხმარ ჩხირს ბევრად უფრო ძლიერი არომატი და სუნი აქვს, ვიდრე თესლს.
უმწიფარი ჩხირი
მწვანე ჩხირი ნელ-ნელა უნდა გაშრეს, სანამ შავი ფერის არ გახდება. როდესაც ჩხირი დახვევას დაიწყებს, იგი მზადაა გამოყენებისთვის.
ექსტრაქტი
მიიღება სპირტისა და წყლის გამხსნელში ჩხირების დალბობის შედეგად. ექსტრაქტი ვანილის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფორმაა.
მცენარე
ვანილისგან ეთერზეთი არ იწარმოება. მისი სურნელოვანი შენაერთი ვანილინი გამხსნელის ან CO2 -ის მეშვეობით მიიღება და მისგან ექსტრაქტი ან აბსოლუტი მზადდება.
სწრაფად და ეფექტურად
თმის კონდიციონერი
მოამზადეთ ნაყენი: ქოქოსის ზეთში ჩაალბეთ ვანილის ჩხირები და მოამზადეთ თმის ნიღაბი. იგი თმას ბრწყინვალებას შემატებს. ჩხირების ნაცვლად შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტიც გამოიყენოთ.