» » » რეკომენდაციები თუ როგორ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის ვარდის ბუჩქი

რეკომენდაციები თუ როგორ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის ვარდის ბუჩქი

არსებობს ვარდის ათობით ჯიში, ბაღში მათი დარგვა თითქმის ყველგან არის შესაძლებელი, შეძენაც შეიძლება მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ არსებობს გარკვეული რეკომენდეაციები, რომლებიც მცენარეების ყიდვისას დაგეხმარებათ საუკეთესო ჯიშის ვარდების შერჩევაში.

გზა წარმატებისკენ
  • ყიდვამდე კარგად განსაზღვრეთ ადგილი, თუ სად დარგავთ.
  • ყიდვისას ფასზე უკან არ დაიხიოთ, მთავარია ხარისხი.

რა ფორმით შევიძინოთ ვარდი
  1. შიშველი ფესვებით.
    რეკომენდაციები თუ როგორ ვიყიდოთ საუკეთესო ჯიშის ვარდის ბუჩქი
    როდესაც მიწაში გაზრდილ ვარდს ფოთლები დასცვივა, მას ნიადაგიდან ამოიღებენ, გაკრეჭენ და წყლის ავზში მოათავსებენ. უპირატესობა ის არის რომ მიწაზეა მოყვანილი, არც ფასი აქვს მაღალი (შეფუთვის ღირებულება არ ემატება). ჩვეულებრივ, ამ ვარდის შეძენა შეგიძლიათ ნოემბრიდან მარტამდე. თუმცა ხანდახან იყიდება ოქტომბრის დასაწყისშიც. ასეთ შემთხვევაში ფოთლები ხელოვნურად აქვს შემოცლილი, რაც არ არის კარგი. ამიტომ, უპრიანია, იყიდოთ ნოემბრიდან.

  2. პოლიეთილენის პარკში.
    ეს პირველი შემთხვევის ნაირსახეობაა. მცენარის ყიდვა შესაძლებელია შემოდგომიდან ზამთრის ბოლომდე. ეს ვარდიც შიშველი ფესვებით იყიდება. მაგრამ ფესვები გახვეული აქვს ტორფში, მთლიანი მცენარე კი პოლიეთილენის პარკშია. ყურადღებით იყავით, იმ მაღაზიებში, სადაც გათბობაა ჩართული, ვარდმა შეიძლება კვირტები გამოიღოს პარკშივე. ასეთი კვირტები კი ზამთარს ვერ გადაურჩება.

  3. ქოთანში.

    ქოთნის ვარდების ყიდვა და დარგვა ყველა სეზონეა შესაძლებელი. წინა ორ შემთხვევას ეს არ ეხება, თუმცა ნუ იყიდით ისეთ ვარდს, რომელმაც დიდი ხანი გაატარა ქოთანში. მისი ფესვები ხშირად მჭიდროდ არის გადახლართული ერთმანეთში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.