» » » როგორ ავაკრათ ვარდის ბუჩქი კედელზე

როგორ ავაკრათ ვარდის ბუჩქი კედელზე

როგორც წესი, განასხვავებენ სამი ტიპის ტოტებს, რომელთა აკვრაც სხვადასხვანაირად ხდება.

მთავარი ტოტები.
ეს საყრდენი ტოტები სულ ზემოთ და ვერტიკალურად უნდა იყოს მიმართული, ვიდრე სასურველ სიმაღლეს არ მიაღწევს.

მეორეული, ანუ გვერდითი ტოტები.
მეორეული ტოტები ძირითად ტოტებზე იზრდება; მათგან ვტოვებთ 4-6 ცალს და რეგულარულად ვაახლებთ, რადგან ისინი, როგორც წესი, მალე ხმება ხოლმე. მათი აკვრა ხდება ჰორიზონტალურად ყვავილების ოპტიმალური რაოდენობის მისაღებად.

საყვავილე ტოტები.
ამ ტოტებს აკვრა არ ჭირდება, რადგან მომცრო ზომისაა. დაყვავილების შემდეგ ისინი უნდა გაისხლას.

როგორ მოვაწყოთ ვარდების პირამიდა


შეგიძლიათ, დადგათ პირამიდის ფორმის მოწნული ჭიგო და მასზე ვარდის ბუჩქი მიამაგროთ.
იმისათვის, რომ ბუჩქის ვარდები თანაბრად განაწილდეს, ღეროები 45o -ით დახარეთ და ისე მიამაგრეთ ჭიგოს გარშემო. დახრილ ტოტებზე ახალი ყლორტები ამოვა, რომლებიც შემდეგ ყვავილებს გამოისხამს.

ყურადღება! ტოტები პირამიდაზე მაშინ უნდა მიამაგროთ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ნედლია. ფრთხილად მოეპყარით მათ, რადგან ვარდის ნორჩი ტოტები შუშასავით მსხვრევადია. შეარჩიეთ ისეთი ჯიშის ვარდის ბუჩქი, რომელიც სიმაღლეში კარგად იზრდება (მაგ: "Sally Holmes") და რეგულარულად გასხალით დამჭკნარი ყვავილები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.