- ამოთხარეთ ბარის ტარის სიგანისა და 30 სმ სიღრმის ორმო.
- მიწის დრენაჟის გასაუმჯობესებლად ორმოში ჩაყარეთ წვრილი მიწა, რომელსაც შერეული ექნება პუცოლანი და ორგანული სასუქი.
- დარგეთ მცენარეები კამათლის ხუთიანის განლაგებით. ნუ დაიზარებთ, რაც შეიძლება, ღრმად ჩარგოთ მიწაში, რათა უკეთსად ჩაფესვიანდნენ და ძლიერ მცენარეებად განვითარდნენ.
იცით, თუ არა, რომ...
არსბობს დარგვის კიდევ ერთი ძველებური წესი. რომელსაც ფრანგი მებაღეები იყენებდნენ ფართო თხრილში მცენარეები ისე დააწვინეთ, რომ მათი ტოტები მარაოსავით იყოს მიწაზე გაშლილი. ბორდიურის პერპენდიკულარული მიმართულებით. შემდეგ მიწა ისე დააყარეთ მცენარეებს, რომ მხოლოდ მათი ტოტების ნაწილი გამოჩნდეს. თავდაპირველი ეფექტი არცთუ ისე შთამბეჭდავია, სამაგიეროდ დრო გავა და თქვენ ერთგვაროვანი და ლამაზი მწვანე ბორდიური გექნებათ.