გზა წარმატებისკენ
სწორად შეარჩიეთ ხელსაწყო.
თუ სანერგე ყუთებში თესავთ, უპრიანია, მსუბუქი, დეზინფიცირებული მიწის გამოყენება.
მცენარის თესლები სწორ სიღრმეზე ჩათესეთ. თუ არ იცით, რა სიღრმეა რეკომენდებული, ისინი თავიანთ მოცულობაზე სამჯერ მეტ სიღრმეზე ჩათესეთ. თესლების მიწაში ძალიან ღრმად ჩაფლას სჯობს, ისინი ზედაპირზე მოათავსეთ.
როგორ გავიადვილოთ თესვა
- ხელით სათესი ამ ხელსაწყოს წვრილი მარცვლის სათესად იყენებენ. არსებობს მისი მრავალი ნაირსახეობა. ყველაზე გავრცელებულია სათესი, რომელსაც გამჭვირვალე პლასტმასისგან დამზადებული პატარა ყუთის ფორმა აქვს და აღჭურვილია მარცვლების საბნევითა და მოძრავი თავსახურით, რომლის გახსნის შედეგადაც მარცვლები ნიადაგში იყურება. მარცვლების მიწაზე მიმოსაბნევად საკმარისია ყუთზე ხელით შეხება.
- სათესი ბორბალზე ძალიან მოსახერხებელია ბოსტნის გრძელ კვალში დასათესად, რადგან გამოყენებისას დახრა არ გვჭირდება. სათესი შედგება ტარზე დამონტაჟებული ნასვრეტებიანი დისკოსგან, რომელსაც მარცვლებით ვავსებთ; დისკო ტრიალებს და თესლებს მიწაზე თანაბარი ინტერვალებით აბნევს.
- სათესი ყუთი გამოიყენება დიდი ფართობების დასათესად და სასუქის გრანულების მიმოსაბნევად. ხელსაწყოს გამოსაყენებლად საკმარისია, მარცვლები ყუთში ჩავყაროთ და ხელსაწყო ადგილიდან დაძრათ. ბორბლები ტრიალებს და მარცვალი მიწაში ცვივა. შეძენისას ისეთ ხელსაწყოს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ჩამოცვენილი მარცვლების რაოდენობა. ძალიან დიდი ფართობებისათვის არსებობს სათესი ყუთის "გიგანტური" ვერსია, რომელსაც ტრაქტორზე აბამენ და თავისუფლად იყენებენ დაახლოებით 1000 მ2 დასათესად. მსგავსი ხესლაწყოების შეძენა მომგებიანია მხოლოდ პროფსიონალი მებაღეებისთვის.
- სათესი ორ ბორბალზე. სათესის ეს სახეობა განსაკუთრებით იმ მებაღეებს მოსწონთ, რომლებსაც სალათები და მწვანილეული მოჰყავთ. ის ადვილად სამართავია და მარცვლების /თესლის თესვის ინტერვალი, რაოდენობა და სიღრმე ადვილად შეგვიძლია ვცვალოთ (20-60 სმ სიგრძის კვლებში). მისი გამოყენება იდეალურია სტაფილოს, თალგამის, ბოლოკის, ისპანახის, ხახვისა და სალათის სხვადასხვა სახეობის დასათესად.
თესვის სამი სახეობა
მწკრივში თესვა
დაგჭირდებათ: თოხი (კვლის გასაკეთებლად), ნიჩაბი (მიწის გადასასწორებლად) და წვრილნაკადიანი სარწყავი ჭურჭელი. ამ მეთოდის გამოყენებით ითესება ბოლოკი, სალათები, სტაფილო, ისპანახი. მიწაში თოხით კვლის გაკეთების შემდეგ მარცვლები ერთმანეთისგან მოშორებით მოათავსეთ, შემდეგ მიწას დააყარეთ და ეცადეთ ძალიან არ დატკეპნოთ. თუ თესლი ძალიან წვრილია, მაშინ მიწის ზედაპირთან ახლოს დათესეთ. სამუშაოს ძალიან გაგიადვილებთ თესლის ქვიშასთან არევა.
ორმოში ჩათესვა
ძალიან ჰგავს მწკრივში თესვას. მეთოდს იყენებენ შედარებით მსხვილი მარცვლების თესვისას (ლობიო, მუხუდო, ბარდა, ნასტურცია). ორმოებში მოათავსეთ სამ-სამი მარცვლები და ეცადეთ, რომ მათი სიღრმე დათესილი მარცვლის სახეობის მიხედვით 1-3 სმ-ს შორის მერყეობდეს.
როდესაც მარცვლები გაღივდება და ამოვა, მათგან ყველაზე ძლიერი დატოვეთ, დანარჩენები კი ამოთხარეთ.
დათესვა ყუთში
დაგჭირდებათ: სპეციალური ყუთი, საცერი, ხის ნაჭერი მიწის დასატკეპნად და პულვერიზატორი.
- ჩაყარეთ ყუთში თესვისათვის მომზადებული მიწა. მარცვლების დასათესად გამოიყენეთ მუყაოს ორად მოკეცილი ნაჭერი, რომელიც თესლის სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ. დათესვისას დაიცავით მარცვლებისა და ორმოების ზომების პროპორციების შეფარდება.
- მიწა ფრთხილად დატკეპნეთ ერთი მიმართულებით. არ დაგავიწყდეთ, რომ მარცვლებს გაღივებისათვის ჰაერიც სჭირდებათ.
- დატკეპნეთ მიწა მეორე მიმართულებით და თქვენი ყუთი სათბურში ან თბილ ოთახში მოათავსეთ. საჭიროების შემთხვევაში ყუთს ცელოფნის გამჭვირვალე ფენა გადააფარეთ.
- მორწყეთ წყლის რბილი ჭავლით. როდესაც მარცვლები გაღივდება, სავარაუდოდ, მათი გამოხშირვა დაგჭირდებათ.