» » » 8 ადვილად მოსავლელი მცენარე ცოცხალი ღობისთვის, რომელთაც დაავადება არასოდეს შეეყრება

8 ადვილად მოსავლელი მცენარე ცოცხალი ღობისთვის, რომელთაც დაავადება არასოდეს შეეყრება

გთავაზობთ რამდენიმე მცენარეს ადვილად მოსავლელი ცოცხალი ღობისთვის, რომელთაც დაავადება არასოდეს შეეყრება და არც რთული გასასხლავია.

გზა წარმატებისკენ
  • ცოცხალი ღობის 1/3 მარადმწვანე და 2/3 ფოთოლმცვენი სახეობებისგან შეადგინეთ.
  • დარგეთ მცენარეები კამათლის ხუთიანის განლაგებით, რათა ბაღის ჩიტებს გამძლე და ხშირი თავშესაფარი შეუქმნათ.
  • მცენარეთა ზრდა პირველი 5 წლის მანძილზე სხვლით დაარეგულირეთ, რათა არ დაიჩაგრონ ის მცენარეები, რომლებიც შედარებით ნელა იზრდებიან.

    ძახველი "COMPACTUM" (Viburnum opulus " Compactum")
    8 ადვილად მოსავლელი მცენარე ცოცხალი ღობისთვის, რომელთაც დაავადება არასოდეს შეეყრება
    ლამაზი ყვავილით, შემოდგომაზე მეწამული ფოთლებითა და გამჭვირვალე წითელი კენკრით გამორჩეული მცენარე ადვილი მოსავლელიც არის და ამიტომ ცოცხალი ღობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. კენკრა დიდხანს რჩება ხეზე, მაგრამ ზამთარში შაშვები მცენარის ტოტებს ორ დღეში ასუფთავებენ.
  • ბუჩქი
  • სიმაღლე: 5 მ, სიგანე:3 მ
  • ყვავილობის პერიოდი: აპრილი -მაისი
  • უყვარს: მზე
  • ნიადაგი: ნებისმიერი ტიპის. უმჯობესია, გრილი და ტენიანი

    მრავალფოთოლა ბზა (Buxus sempervirens "Rotundifolia")

    ბზას უამრავი უპირატესობა აქვს: მარადმწვანეა, ფოთოლი ნაკლებად სცვივა და ადვილად გასასხლავია. ეს სახეობა ბზის იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომლებიც სწრაფად იზრდებიან (თუ კარგად მორწყავთ, მცენარე წელიწადში 20-25 სმ-ით იზრდება).
  • ბუჩქი
  • სიმაღლე: 3-5 მ, სიგანე: 2 მ
  • ყვავილობის პერიოდი: აპრილი
  • უყვარს: მზე ან ნახევარად ჩრდილი
  • ნიადაგი: ნებისმიერი, უმჯობესია, ცარცოვანი

    ფშატი (Eleagnus x ebbingei)

    მარადმწვანე, ხანდახან ზედმეტად სწრაფად მზარდი მცენარე ადვილი მოსავლელია, სურნელოვანია, ისხამს ჩიტებისთვის საყვარელ კენკრას. ცოცხალი ღობის საუკეთესო კომპონენტია.
  • ბუჩქი
  • სიმაღლე: 4-5 მ, სიგანე: 4 მ
  • ყვავილობის პერიოდი: სექტემბერ - ოქტომბერი
  • უყვარს: მზე
  • ნიადაგი: ნებისმიერი, ქვიშნარიც კი

    რცხილა (Carpinus betulus)

    რცხილა ხმელ ფოთლებს გაზაფხულამდე, ახალი ფოთლების გაშლამდე, ინარჩუნებს და მას ჭკნობად მცენარეს უწოდებენ. ეს თვისება ცოცხალ ღობეში ძალიან დასაფასებელია. რცხილა იხრდება ყველგან, გარდა სამხრეთისა, რომლის სიცხე და სიმშრალეც მას ნაკლებად უყვარს.
  • ხე
  • სიმაღლე: 1 მ-დან (გასხლული) 10 მ-მდე (გაუსხლავი)
  • უყვარს: ნახევრად ჩრდილი ან ჩრდილი
  • ნიადაგი: გრილი, თიხნა- ცარცოვანი

    ვაშლანა (Cotoneaster lacteus)

    მცენარე შეგიძლიათ ბადეში ჩააწნათ, რათა ვიწრო ცოცხალი ღობე შექმნათ, მისცეთ თავისუფალი ზრდის საშუალება ან გასხლათ.
  • ბუჩქი
  • სიმაღლე: 3-4 მ, სიგანე: 3-4 მ
  • ყვავილობის პერიოდი: ზაფხულის დასაწყისი
  • უყვარს: მზე ან ნახევრად ჩრდილი
  • ნებისმიერი ნიადაგი

    ვერხვი (Taxus baccata)

    კარგად იტანს საფუძვლიან გასხვლას, რადგან ყოველთვის ძველ ტოტებზე იკეთებს ამონაყარს. სწრაფად არ იზრდება, ამიტომაც ხშირი გასხვლის საჭიროებაც აღარ არის.
  • ბუჩქი
  • სიმაღლე: 10 მ, სიგანე: 4-5 მ
  • ყვავილობის პერიოდი: გაზაფხული
  • უყვარს: მზე ან ნახევრად ჩრდილი
  • ნიადაგი: ჰუმუსით მდიდარი, გრილიდან ტენიანამდე

    ფოტინია "PINK MARBLE" (Photinia fraseri PINK MARBLE "Cassini")

    ეს ფოტინია, რომელიც P. fraseri "Red Robin" -ის მუტაციის შედეგად იქნა მიღებული, გამოირჩევა ვარდისფერკიდეებიანი წითელი ან წითელკიდეებიანი ღვინისფერი ფოთლებით.
  • მარადმწვანე ბუჩქი
  • სიმაღლე 4 მ, სიგანე: 2 მ
  • ყვავილობის პერიოდი: მაის - ივნისი
  • უყვარს: მზე ან ნახევრად ჩრდილი
  • ნებისმიერი ბაღის ნიადაგი

    ვაშლის ხე "ევერესტი" (Malus"Everest")

    მაისის თვეში მცენარე უზარმაზარ ვარდისფერ თაიგულს ემსგავსება. წვრილი ვაშლები ჩიტების საყვარელი საკვებია.
  • ხე
  • სიმაღლე: 4-6 მ, სიგანე: 1-2 მ
  • ყვავილობის პერიოდი: მაისი
  • უყვარს: მზე
  • ნებისმიერი ბაღის ნიადაგი

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.