ჰეპატიტი A (ბოტკინის დაავადებაა) - ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დასნებოვნება ხდება ავადმყოფი ადამიანისგან (დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში - სამი კვირა დაავადების დაწყებამდე და ერთი კვირაც მის შემდეგ) წყლის, საკვების და სხვათა მეშვეობით. თუ ჰეპატიტით დაავადებული, ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ, არ დაიბანს კარგად ხელებს, იმ საგნებიდან. რომელთაც ის შეეხება, ვირუსი სხვა ადამიანზე გადავა.
დაავადების მიმდინარეობაში განასხვავებენ სამ პერიოდს: სიყვითლისწინა, სიყვითლის და გაჯანსაღების პერიოდებს.
სიყვითლისწინა პერიოდი გრძელდება 30 დღე. ამ პეროიოდისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: სისუსტე, უძლურება, ტემპერატურის მცირედ მომატება, გულისრევა, ღებინება, ზოგჯერ ფაღარათი, შეიძლება აღინიშნებოდეს სურდო და ხველა. სიყვითლისწინა პერიოდის ბოლოს შარდი ხდება მუქი ყვითელი ფერის, განავალი უფერულდება.
სიყვითლის პერიოდის დასაწყისში ყვითლდება თვალის სკლერები, შემდეგ კი კანის საფარველი. სიყვითლეს ზოგჯერ ახლავს კანის ქავილი. ეს პერიოდი გრძელდება 1-3 კვირა. იშვიათ შემთხვევებში დაავადება მიმდინარეობს სიყვითლის გარეშე.
რეცეპტები:
- ყოველდღე დილით, უზმოზე სვით დამწნილებული კომბოსტოს წვენი - ნახევარ-ნახევარი ჭიქა, შემდეგ კი ყოველ სამ საათში ერთხელ. კურსი შეადგენს 2-3 კვირას.
- 25 გრ ნეგოს დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ მანამ, სანამ მოცულობა არ განახევრდება, გააცივეთ, გაწურეთ. სვით 50-50 მლ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- ტყის თხილის 1 ს/კ გახმარ ფოთლებს დაასხით 300 გრ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. გააცივეთ. მიიღეთ 50-50 გრ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ჰეპატიტი B - იგი ჩვეულებრივ მიმდინარეობს მძიმე ფორმით, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში და ხშირად გადადის ქრონიკულ ფომაში. B ჰეპატიტის დროს მწვავე ფაზა შეიძლება მიმდინარეობდეს სიყვითლის ნიშნებით ან ფარულად, სიყვითლის გარეშე, მცირე სისუსტის ფონზე (ზუსტად ამ ჯგუფებში ხშირად ხდება ქრონიკული ჰეპატიტის განვითარება).
ჰეპატიტი B გადაეცემა სისხლითა და მისი პრეპარატებით. ნებისმიერი ინექციის გაკეთებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი შპრიცები. ვაქცინაცია - ეს ერთადერთი იმედია ავიყვანოთ კონტროლზე ეს სახიფათო დაავადება. მკურნალობა - იხილეთ ჰეპატიტი A და რეცეპტები, რომლებიც ნაჩვენებია ქვემოთ.
რეცეპტები თავისათვის - "საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და ღვიძლის დაავადებები" (დოზირება მოცემულია 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის). - ბოტკინის დაავადების გადატანის შემდეგ, დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დროს სვით თავხვეულა კომბოსტოს წვენი თბილი სახით - 1/3 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე. წვენს ინახავენ მაცივარში არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.
- ლობიო აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებს სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან ნებისმიერი სახით.
- დამწნილებული კომბოსტოს წათხი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. სვით ჭამის წინ 1/3 - 1/4 ჭიქის ოდენობით.