საქართველოში სულ 5 სახეობის ნეგოა გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაკოქიმიურად ეს სახეობები განსხვავდება, სამკურნალო თვისებებით ხალხი მაინც მის ყველა სახეობებს იყენებს.
სამკურნალოდ გამოიყენება კენწეროს ყვავილოვანი კალათები 1-2 სმ ღეროთი.
მისი შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში, აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს სტეარინს, ფისებს, ეთერზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, კაროტინს, K და C ვიტამინებს, ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, რკინის, მანგანუმის მარილებს.
ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს: ქოლეცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის, დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის, კოლიტის დროს.
დამზადების წესი:
20 გრ ნეგოს ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ 15 წუთს და წურავენ 4 ფენა მარლაში.
მიღება: 1/2 ჭიქა დღეში ერთხელ 15 წუთით ადრე ჭამამდე.