კლიმაქსი - არის საკვერცხის ფუნქციონირების შეწყვეტის ფიზიოლოგიური პერიოდი. კლიმაქტერული პერიოდის ჩივილებია: წონაში მატება, საერთო სისუსტე, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სარძევე ჯირკვლებში და საშვილოსნოს ჰიპერპლაზური პროცესები. ხშირად კლიმაქსის ნორმალური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ვეგეტატიური, ნეიროენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლის, ფსიქოემოციური დარღვევები, ქალის ორგანიზმში ზოგადი და ადგილობრივი ცვლილებების ფონზე.
კლიმაქტერულ პერიოდში ქალები უჩივიან: სისხლის მოწოლას თავში და სხეულის ზედა ნაწილში, თანდართული მომატებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე. ავადმყოფს აწუხებს ძილის დარღვევა, ფსიქოემოციური ლაბილობა, სახსრების ტკივილი, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სხვა დარღვევები. სისხლის მოწოლის, წამოხურების ჩივილები უმეტესად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იჩენს თავს. განასხვავებენ
მსუბუქ, საშუალო და
მძიმე ხარისხის სინდრომს, ქალის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წამოხურებების რაოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 10-ს. საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს, წამოხურების რაოდენობა აღწევს 20-ს. ამასთან ახლავს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის და მეხსიერების დარღვევა, საერთო სისუსტე. მძიმე ფორმის დროს წამოხურებების დათვლა შეუძლებელია, ავადმყოფი კარგავს შრომის უნარს, უხასიათოდაა, აქვს შფოთვა, უძნელდება გონებრივი კონცენტრირება, წერა, კითხვა და ა.შ. მძიმე ფორმის დროს შეიძლება განვითარდეს კარდიოპათია, გულის არეში ტკივილით და ტკივილის გადაცემით მარცხენა ბეჭის არეში და ხელში. ტკივილს წინ უსწრებს შეჟრჟოლება ან ცივი ოფლი, თავში სისხლის მოწოლა, ჰაერის უკმარისობა, გულის რევა და ა.შ. კლიმაქტერულ პერიოდში ქალბატონებმა უარი უნდა თქვან ალკოჰოლზე, პროდუქტებზე, რომლებიც აღაგზნებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. სასარგებლოა რძიან-მცენარეული დიეტა, სასურველია ზედმეტი წონის დაკლება. კლიმაქტერულ პერიოდში მკურნალობა ინიშნება საშუალო და მძიმე ფორმის დროს. ინიშნება დიეტა, სასურველია რეჟიმის დაცვა, დამამშვიდებელი საშუალებები, პოლივიტამინები, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები.
რეცეპტები: - აურიეთ ჭარხლის წვენი და თაფლი თანაფარდობით 1:1. მიიღეთ 50-70 მლ 3-ჯერ დღეში.
- 10 ცალი ლიმონი კანიანად დაჭერით და დააქუცმაცეთ, შეურიეთ 5 კვერცხის ნაჭუჭს. როდესაც ნაჭუჭი დაიშლება (8-10 დღის შემდეგ), მიიღეთ 2 ს/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
- აიღეთ გვირილას ყვავილი - 1 წილი, კატაბალახას ფესვი - 1 წილი, პიტნის ფოთოლი - 1 წილი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 სთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნაყენი 1 ჩ/კ თაფლთან ერთად დილით და საღამოს.