მე სამწვერა ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს, გამწვავების დროს ნახევარი გამწვავების დროს ნახევარი თავის საშინელი ტკივილი მაქვს. მშველის ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატები, ისიც ცოტა ხნით. შვება ვიგრძენი, რაც ძიძოს გამოყენება დავიწყე.
ვამზადებთ ძიძოს ნაყენს: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს დავასხათ 1 ლ წყალი, ვადუღოთ 20 წთ ემალის ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე, დავაყენოთ 40 წთ. მივიღოთ 1/2 ჭ 4-5 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 3 და მეტი თვე.
შეტევის დროს ვღებულობდი აგრეთვე ტირიფის ქერქის ნაყენს ჟოლოს კვირტებთან ერთად: თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს ნედლეული. 2 ს/კ ნარევს დავასხათ 2 ჭ წყალი, ვადუღოთ 5 წთ და დავაყენოთ 20 წთ, დავლიოთ როგორც ჩაი მცირეოდენი პორციებით.
3-თვიანი მკურნალობის შედეგად ტკივილი უფრო მოსათმენი გახდა და შეტევებიც ისე ხშირი აღარ იყო.
სპეციალისტის კომენტარი:
ძიძოს სამკურნალო თვისებები კარგა ხანია ცნობილია. ის შეიცავს კუმარინს, გლიკოზიდებს, ცხიმებს, ცილას, ეთერზეთებს. ძიძოს ნაყენს აქვს ანტიკონვულსიური, სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი, ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.
ძიძო - არეგულირებს გულის მუშაობის რითმს, აუმჯობესებს კორონალურ და ტვინის სისხლის მიმოქცევას, აგრეთვე ათხელებს სისხლს. იყენებენ სისხლძარღვოვანი დარღვევებით გამოწვეული თავის ტკივილის დროს: ათეროსკლეროზის, შაკიკის, ჰიპერტონიული დაავადების და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმის დროს.
ძიძო შედის იმ სამკურნალო ბალახების ნაკრებში, რომელსაც ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, გადატანილი ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული იშემიური დაავადების და გულის უკმარისობის დროს იყენებენ.