» » » გულ-ფილტვის უკმარისობის, ქოშინის, კარდიოსკლეროზის სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები

გულ-ფილტვის უკმარისობის, ქოშინის, კარდიოსკლეროზის სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები

სუნთქვის და გულ-ფილტვის უკმარისობას აქვს მრავალი მიზეზი. პირველ ადგილს იკავებს ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი, პნევნოსკლეროზი, ტუბერკულოზი. გულისა და ფიტლვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს სისხლის დაავადებებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების შედეგად. გულ-ფილტვის უკმარისობის სიმპტომატიკა დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებებზე. ყველა შემთხვევაში უკმარისობის ძირითად სიმპტომია ქოშინი.

მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
  • გულის ყველა დაავადების დროს (განსაკუთრებით მანკების დროს ) გახეხეთ 100 გრ ჭარხალი დაასხით 500 მლ წყაროს ან ჭის წყალი, მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში.

  • გულ-ფილტვის უკმარისობის, ქოშინის, კარდიოსკლეროზის, გულის არეში ტკივილის დროს, გულის ფრიალის, გულის ნევროზების დროს ეფექტურია: ციმბირული ანწლის ქერქისა და ფესვების ნახარში. 1ს/კ დაქუცმაცებული ნარევი მოხარშეთ 1 ჭ მდუღარე წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. გააჩერეთ 2 სთ, მასა გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში.

  • ფილტვის და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად კარგია: სამფერა იის ყვავილების ჩაი, ხანგრძლივი დროის მანძილზე.

  • გულის მუშაობას აუმჯობესებს ლიმონის ქერქის დაღეჭვა დღეში 2-3-ჯერ.

  • 10 ს/კ კუნელი, 5 ს/კ დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი აურიეთ ერთმანეთში, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, ქვაბი შეფუთეთ თბილად, დადგით 24 სთ, თბილ ადგილას შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. მიიღება 200 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • გულ-ფილტვის უკმარისობის, სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის დროს მოამზადეთ ნარევი:
    1 ლ თაფლი, 10 ც ლიმონი, 10 თავი ნიორი, ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ნიორი წვრილად დაჭერით, ყველაფერი აურიეთ, მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში, დადგით თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში. მიიღება 4 ს/კ ერთხელ დღეში, ნელ-ნელა ყლუპებით. მკურნალობის კურსი წამლის დათავრებამდე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.