» » » სამკურნალო პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ინფარქტის გადატანის შემდეგ

სამკურნალო პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ინფარქტის გადატანის შემდეგ

გული სულ მუშაობს, მთელი სიცოცხლე. მას მუდმივად სჭირდება ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით მომარაგება. ამისათვის აქვს მას სისხლძარღვთა განტოტვილი სისტემა (რომელსაც კორონალური ეწოდება). რადგან გული შეუჩერებლად მუშაობს, მის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობაც შეუჩერებელი უნდა იყოს.

რა ხდება ინფარქტის დროს?
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ირღვევა კორონალური სისხლის მიმოქცევა. ეს შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის სპაზმმა, ან ქოლესტერინის ფოლაქთა თრომბმა.
ჟანგბადის მარაგი გულის კუნთის უჯრედებს, რომელსაც დაცობილი არტერია კვებავდა, ყოფნის 10 წამი. 30 წუთი გულის კუნთი კიდევ სიცოცხლისუნარიანი რჩება. შემდეგ უკვე იწყება შეუქცევადი ცვლილებები გულის კუნთში და შეტევის დაწყებიდან მესამე - მეექვსე საათზე გულის კუნთის ნაწილი ამ მონაკვეთზე იღუპება.
ინფარქტის დროს დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

ინფარქტი გულის იშემიური დაავადების ყველაზე სერიოზული სტადიაა. ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდში აუცილებელია არა მხოლოდ გულის კუნთის მკვებავი საშუალებები, არამედ - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისაც.

  • ქოლესტერინის ფოლაქების წინააღმდეგ კარგია ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მათი წვენები. მათ შორის "რეკორდსმენებად" მიჩნეულია ციტრუსები, ვაშლი, შავი მოცხარი, შტოში. ძალიან კარგია ჭინჭრის ნახარში და წვენი.

  • თაფლში გაზავებული ბოლოკის წვენი მხოლოდ სისხლძარღვებს კი არ წმენდს და შესაბამისად, ათეროსკლეროზისგან გიცავთ, არამედ თირკმელებში ქვების წარმოქმნასაც უშლის ხელს.

  • მიიღეთ შავი კენკრა თაფლით (1 კგ კენკრა 2 კგ თაფლში გარეული). მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება დღეში 1 სუფრის კოვზი, თუ დაბალი წნევა არა გაქვთ.

  • მიირთვით დღეში 100-150 გრამი კურაგა, რადგან მასში ბევრია კალიუმი, რომელიც ამაგრებს გულის კუნთს.

  • ინფარქტიანებს ურჩევენ ხურმის, აგრეთვე ბოლოკის წვენს თაფლთან ერთად. 3 თვის განმავლობაში შეიძლება დალიოთ ჭარხლის, სტაფილოს, ბოლოკის და თაფლის ნარევი (ყველაფერი თანაბრად) თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • მნიშვნელოვანია გულის მომარაგება მაგნიუმით, რაც ბევრია კაკალში. 100 გრამი დაფერფლილი ნიგოზი აურიეთ 2 სუფრის კოვზ თაფლში და მთლიანად შეჭამეთ ერთ დღეში 3 მიღებაზე.

  • ყველაზე მეტი ყურადღება მიაქციეთ ფუტკრის პროდუქტებს. 1/2 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და დალიეთ დღის მანძილზე ყლუპ-ყლუპად. გულის ავადმყოფებისთვის შეუცვლელია ჭეო, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ თაფლთან შერეული, ანდა გამოიყენოთ მასზე დამზადებული პრეპარატები. ჭეო შეგიძლიათ შეიძინოთ მეფუტკრეებთან.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.