რისთვისაა სასარგებლო:
ტკივილგამაყუჩებელი.
შავი პილპილის ზეთს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კარგია დაღლილი, მტკივნეული კიდურებისა და კუნთების დასაამებლად.
შველის ნაკაწრებს, მცირე ჭრილობებსა და ჩალურჯებულ კანს.
შავი პილპილის ზეთი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ კანის ჩალურჯების განკურნებას უწყობს ხელს. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
ებრძვის სტრესს.
შავი პილპილის ზეთი აუმჯობესებს კონცენტრაციას და ებრძვის გონებრივ გადაღლას.
მიირთვი და გალამაზდი
შავი პილპილი მხოლოდ კერძის სანელებელი როდია. კვლევების თანახმად, მისი მთავარი კომპონენტი პიპერინი ანტიოქსიდანტი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულია. საჭმლის მომნელებელ სისტემას დაავადებებისგან იცავს.
სუნამო საკუთარი ხელით
მოამზადეთ ცხარე სურნელი: შავი პილპილის ზეთი შეურიეთ პაჩულის, ვანილის, გრეიპფრუტისა და ბერგამოტის ეთერზეთებს.
ეთერზეთი
ეთერზეთის გამხმარი, დაჭყლეტილი და მკვახე ნაყოფისგან ორთქლის გამოხდის მეთოდით იღებენ. თუ კარგად არ გააზავებთ, შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
პილპილის მარცვლები
პილპილის მარცვლები ინდონეზიაში გავრცელებული ხვიარა ჯიშის გამხმარი ნაყოფია.