საჭირო მასალა:
- კარტოფილი 1 კგ
- ხახვი 1 თავი
- კარაქი 25 გ
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- საქონლის ხორცის ფარში 400 გ
- არაჟანი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- წვრილად დაჭერით ხორცი. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი.

- გაატარეთ ხორცი და ხახვი ერთად.
- გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.
- დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი და მოხრაკეთ ერთად დაფაზე. თუ ფარში ზედმეტად მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

- კარტოფილს გადაუღვარეთ წყალი, დაუმატეთ კარაქი და ჩაზილეთ.

- გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამანტი და წაუსვით ზეთი.

- თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე კარტოფილის პიურეს ნახევარი.

- შემდეგ გაანაწილეთ ფარში, ფარშის ზემოდან კი კვლავ კარტოფილი გაანაწილეთ თანაბრად. იმისათვის, რომ მარტივად გაანაწილოთ პიურე, გამოიყენეთ ხის ან სილიკონის ნიჩაბი.


- წაუსვით ზემოდან არაჟანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!


