» » » შექმენით ნამდვილი შედევრი უბრალო პლასტმასის ქოთნისგან

შექმენით ნამდვილი შედევრი უბრალო პლასტმასის ქოთნისგან

ადამიანთა უმეტესობის განწყობას არაფერი არ ამაღლებს ისე, როგორც ინტერიერის კაშკაშა და მომხიბვლელი აქსესუარი. უბრალო პლასტმასის ქოთნისგან კი ნამდვილი შედევრის შესაქმნელად დაგჭირდებათ: ქოთანი, სამი ფერის კრეპის ქაღალდი (ახლოს მყოფი ფერთა გამით), დასაგრუნტი მასალა, საღებავი, ფუნჯი, წებო და ქარვისფერი ლაქი.
პლასტმასის ქოთანი დაგრუნტეთ ჩვეულებრივი სამხატრო გრუნტით, თუმცა გაცილებით უმჯობესია თუ გამოიყენებთ სპეციალურად პლასტმასისითვის ან ავტომანქანებისთვის განკუთვნივ დასაგრუნტ მასალას. გრუნტის გაშრობამდე, ჩვეულებრივი, გოფრირებული კრეპის ქაღალდები დახიეთ საშუალო ზომის ნაკუწებად.
შექმენით ნამდვილი შედევრი უბრალო პლასტმასის ქოთნისგან
მშრალი ქოთნის გარეთა ზედაპირზე დაიტანეთ წებო ემულსიის მცირე ნაწილი და ასე ეტაპობრივად დაიწყეთ ნაკუწების გარკვეული თანმიმდევრობით მიწებება. თუ მიწებების დროს ქაღალდის პირები ერთმანეთზე გადავიდა, არ ინაღვლოთ. მთლიანად შემოწებებული ქოთანი დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში დადგით გასაშრობად. წვრილი ფუნჯით და საღებავით გამოყავით ნაკუწებს შორის საზღვრები. არ არის აუცილებელი ერთი სისქის ხაზების დახატვა. პირიქით, ასიმეტრიულობა დამატებით ბუნებრივ ელფერს შესძენს ნამუშევარს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი, მთლიან ქოთანს გადაუსვით 2 ფენა ქარვისფერი ლაქი, დაელოდეთ სრულ შრობას და ქოთანი მზად არის ექსპლუატაციისთვის.

კრეპის ცისარტყელა
მხიარული, ცისარტყელას ფერებით დეკორირებული საყვავილე ქოთნის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ქვესადგამიანი ტერაკოტის ქოთანი, ფერადი კრეპის ქაღალდები, წებო ემულსია, მაკრატელი, ფუნჯები, ღრუბელი და ლაქი.
წებო ემულსია განაზავეთ წყალში (პროპორცია 1:2). ფერადი კრეპის ქაღალდები დაჭერით სასურველი ზომის ზოლებად. ტერაკოტის ქოთანს ეტაპობრივად, ფუნჯით წაუსვით წებო ემულსიის წყალხსნარი, ფრთხილად დააფინეთ და იგივე წებო ემულსიის წყალხსნარში დასველებული ფუნჯით ან ღრუბელით მიაწებეთ კრეპის ქაღალდები ისე, რომ არ წარმოქმნას ნაკეცები ან ჰაერის ბუშტები.

მთლიანად შემოწებებული ქოთანი დადგით გასაშრობად. ანალოგიურად, კრეპის ქაღალდები მიაწებეთ ქვესადგამს და ისიც გააშრეთ. მშრალ ქოთანს და ქვესადგამს კი წაუსვით 2-3 ფენა ლაქი, რომლის შრომის შემდეგ, ქოთანი მზად არის ექსპლუატაციისათვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.