ნაჭრის ნაკუწებისგან ორიგინალური ქოთნის დასამზადებლად დაგჭირდებათ: წებო, საშუალო სისქის ზუმფარა და ნაჭრების ნაკუწები. აიღეთ პლასტმასის ან თიხის ქოთანი. მასზე გადაატარეთ ზუმფარა, რათა უკეთესად მოხდეს ნაჭრების დაწებება. გაწმინდეთ ქოთანი, წაუსვით წებო და დააწებეთ ნაჭრები, რომელთა განლაგება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ გსურთ, რომ ქოთანი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივი სარგებლობისთვის, მაშინ უმჯობესია მზა ნამუშევარს გადაუსვათ 2-3 პირი უფერო ლაქი. გაითვალისწინეთ, რომ ქოთნის კეთების დროს მცენარე არ უნდა იყოს ჩარგული და მუშაობის დამთავრების შემდეგაც, დაელოდეთ, სანამ ლაქი კარგად არ გაშრება და სუნი მთლიანად არ მოსცილდება.
დაიმახსოვრეთ, ნებისმიერი სახეობის ნაჭრის ნაკუწებით დეკორირების წინ აუცილებელია თიხის ქოთნის წინასწარ მომზადება, რაც გულისხმობს მის კარგად გასუფთავებას და თეთრი ფერის საღებავით შეღებვას.
ნაკუწებით დეკორირებული ქოთნისთვის საბოლოო იერსახის მისაცემად, ნაკუწების შეერთების ადგილებში, შავი ფლომასტერით დახატეთ გვირისტი და ქოთანიც მზად არის.