» » » ბებიაჩემი კონდიტერი იყო: რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, განსაკუთრებულია

ბებიაჩემი კონდიტერი იყო: რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, განსაკუთრებულია

ცოტა ხნის წინ ქმართან ერთად სტუმრად წავედი. მაგიდაზე იდო ტორტი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ დესერტს, ბებია ბავშვობაში რომ გვიმზადებდა. გადავწყვიტე, ბავშვობა გამეხსენებინა და მეჭამა, თუმცა მასში არც ბეზეს ნამსხვრევები იყო, არც სქელი კრემი და ხრაშუნა თხილი. მარგარინი და მიმწვარი მიწისთხილი კი უსიამოვნო გემოს მიტოვებდა.

სახლში მისვლისთანავე გადავწყვიტე, რომ დავუძახებდი ჩემს მეგობარს სტუმრად და ვაჩვენებდი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ტორტი "გაფრენა". ახლა ამ ტორტის რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ.



ტორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი სახის კრემი. პირველი ვარიანტი - შედედებული რძით, მეორე - ორიგინალური, ბებიას რეცეპტით.

ინგრედიენტები ბეზესთვის
  • 5 კვერცხის ცილა
  • 250 გ შაქარი
  • 15 ვანილის შაქარი
  • ძმარი ფორმის შესაზელად
ცილის ბეზეში შეგიძლიათ დატეხილი თხილიც დაამატოთ. მე უფრო მომწონს, როცა მას კრემის ზემოდან ალაგებენ.


ინგრედიენტები სწრაფი კრემისთვის
  • 150 გ ნებისმიერი სახის თხილი
  • 300 გ შედედებული რძე
  • 220 გ კარაქი
  • 15 ვანილის შაქარი
ინგრედიენტები ორიგინალური კრემისთვის
  • 1 კვერცხის გული
  • 200 გ შაქარი
  • 0.5 ჭიქა რძე
  • 220 გ კარაქი
  • 1 ს.კ. კონიაკი ან რომი
  • 15 ვანილის შაქარი
  • 150 გ ნებისმიერი თხილი


ამ რეცეპტში გთავაზობთ ტორტის მომზადებას ცალკეული ბეზეებისგან. ისინი სწრაფად ცხვება და ტორტიც ორიგინალურად გამოიყურება. თუ საკონდიტრო შპრიცი არ გაქვთ ან ლამაზი პირამიდები არ გამოგდით, გააკეთეთ ორი ერთნაირი ფენა პერგამენტის ქაღალდზე და აცხვეთ 1.5-2 საათით 100 გრადუს ტემპერატურაზე. დარჩენილი ნიუანსები იხილეთ შემდეგ პუნქტში.

მომზადება
  1. იმისათვის, რომ კარგი ბეზე მოამზადოთ, დაიმახსოვრეთ ორი ეშმაკობა: ცილები ცივი უნდა იყოს, ხოლო ფორმა, რომელშიც ათქვეფთ, უნდა გაწმინდოთ ძმარში ამოვლებული ხელსახოცით.


  2. ათქვიფეთ ცილები მიქსერით მაქსიმალური სიჩქარით, დაუმატეთ შაქარი მცირე ულუფებად. სქელი მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.


  3. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი და მასზე გამოძერწეთ ბეზეები. თუ პატარა ღუმელი გაქვთ, დაგჭირდებათ ორი ფორმა.


  4. აცხვეთ ბეზე 1.5-2 საათის მანძილზე 100 გრადუსზე.

  5. სწრაფი კრემის მოსამზადებლად შეურიეთ კარაქი ვანილს და ათქვიფეთ მიქსერით მოცულობის გაზრდამდე. შემდეგ ნელა დაუმატეთ შედედებული რძე, არ შეაჩეროთ მიქსერი.


  6. მეორე სახის კრემის მომზადება უფრო რთულია. უნდა შეურიოთ კვერცხის გული რძეს, დაუმატოთ შაქარი, მოურიოთ, დადგათ ძალიან ნელ ცეცხლზე და აადუღოთ. მუდმივად ურიეთ! ხარშეთ 2-3 წუთით გასქელებამდე. შემდეგ აიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. ამავდროულად, მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და ვანილი და ნელა დაუმატეთ რძის კრემი. სულ ბოლოს დაუმატეთ კონიაკი ან რომი. კრემს შეგიძლიათ დატეხილი თხილიც დაუმატოთ.


  7. თხილი ტორტისთვის წინასწარ გააშრეთ ღუმელში ან მოხალეთ ტაფაზე, შემდეგ კი დატეხეთ, ოღონდ არა ძალიან წვრილად.

  8. ტორტის ფორმირება შეგიძლიათ თეფშზევე, ან სპეციალურ ფორმაზე, რომელსაც საკვები ფენა უნდა დააფინოთ.


  9. ფორმის ფსკერზე დადეთ ცოტაოდენი კრემი და ფრთხილად დაალაგეთ ბეზეები. წაუსვით მას ნახევარი კრემი და მოაყარეთ ნახევარი თხილი. შემდეგ გაიმეორეთ პროცესი - ბეზე, კრემი, თხილი.


  10. მორთეთ ტორტი ბეზეს ნამსხვრევებითა და თხილით.

  11. შედგით დესერტი მაცივარში მინიმუმ 2 საათით (უმჯობესია6-8). მირთმევამდე ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.