» » » რომელი ხალხური საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ ყაბზობას (შეკრულობა)

რომელი ხალხური საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ ყაბზობას (შეკრულობა)

ყაბზობის დროს აწუხებთ ნაწლავებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ხანმოკლე შეკრულობასაც კი მივყავართ ორგანიზმის თვითმოწამვლამდე, ამიტომ შეკრულობის დროს აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, ექიმის კონსულტაცია, მცენარეებით მკურნალობა, გამწმენდი ოყნა.

  • ქრონიკული შეკრულობის დროს: წვრილ სახეხზე გახეხეთ ნედლი კარტოფილი ქერქიანად, კომბოსტო, სტაფილო, შავი ბოლოკი - ბოსტნეულის თითო სუფრის კოვზი შეურიეთ ერთმანეთში დაუმატეთ მცირეოდენი რძე, ნახევარი ულუფა მიიღება დილით ჭამამდე. მეორე ნახევარი (რომელიც უნდა შეინახოთ მაცივარში) - საღამოს.

  • შეკრულობის დროს რეკომენდებულია: 100 გრ გარგარის ჩირი, 10 გრ ქიშმიში, 400 გრ შავი ქლიავი, 200 გრ ასკილის ნაყოფი (ასკილის სიროფი 100 მლ). 200 გრ - ლეღვი, 50 გრ სინამაქი (დაქუცმაცებული) ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ თაფლი. მიიღება 1 ს/კ დილით და საღამოს, ინახება მაცივარში. ეს საშუალება ნოყიერია და სასარგებლოც. მისი მიღება შეიძლება საკვების მაგივრად, ამ დროს არ იზღუდება სითხის რაოდენობა.

  • ძლიერ საფაღარათო მოქმედებას ავლენს: მეწამული ვარდის ნედლი ფოთლები. შეკრულობის დროს მიიღება 30-40 ც ფოთოლი, გულდასმით უნდა დაიღეჭოს 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • შეკრულობის დროს მიიღება 20 გრ მრავალძარღვას თესლი ღამით ან დილით უზმოზე წყალთან ერთად.

  • შეკრულობის დროს ყოველდღე შეჭამეთ 1 ჩ/კ დაფქვილი ან დაღერღილი ბარდა, ის არეგულირებს საჭმლის მონელებას.

  • ძილის წინ შეჭამეთ 1-2 საშუალო ზომის ფორთოხალი.

  • 1 ჭ კეფირი 1 ს/კ მზესუმზირის ზეთთან მიიღება ძილის წინ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.