» » » კუნელის ნაყენი აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულსა და თავის ტვინში

კუნელის ნაყენი აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულსა და თავის ტვინში

ძალიან მძიმეა ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვა, მეტადრე მოხუცებულებისთვის. ამ რამდენიმე წლის წინ უბედურება მეც დამატყდა თავს - მეუღლე დავკარგე. მას შემდეგ ხშირად მაწუხებდა გული, ნერვებიც მღალატობდა. ღმერთი გაახარებს ჩემს უმცროს დას - ბურჯივით ამომიდგა მხარში. რომ შემატყო, კარგად ვერ ვიყავი, სოფლიდან მთელი ტომარა კუნელის ყვავილი ჩამომიტანა - თურმე მისი ნაყენი გულის და ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა: აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულსა და თავის ტვინში, ამბობენ ქოლესტერინსაც ამცირებსო. ასეა თუ ისე, რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, გამოვკეთდი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი ან ნაყოფი, დაასხით 1/2 ჭიქა სპირტი, დააყენეთ ერთი კვირა. მიიღეთ 15 წვეთი (ცოტაოდენ წყალთან ერთად) დღეში 2-ჯერ, ჭამამდე.

  • შეიძლება ნაყენის სხვაგვარად მომზადებაც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კუნელი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

    გულის გემრიელი წამალი
  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა ნიგოზი, შავი ქლიავის ჩირი, კურაგა და უკურკო ქიშმიში, 2 ცალი ლიმონი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (ჩირი წინასწარ დაალბეთ, ლიმონი კი კანიანად გაატარეთ), შეურიეთ 1 ჭიქა თაფლი, მოათავსეთ მინის ქილაში, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით. დილით, უზმოზე, მიიღეთ თითო დესერტის კოვზი, სანამ არ გათავდება. მერე 2-3 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.