რეცეპტები:
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს დილით მიიღება 200 მლ გადაუდებელი, ცივი წყალი. საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე. წყალი ჩამორეცხავს საკვების მონელებისთვის ხელისშემშლელ ლორწოს, კუჭის ლორწოვანიდან.
- ჰიპოაციდური გასტრიტის დროს მოამზადეთ ნაკრები: 10 გრ ჭაობის კოთხუჯი, 10 გრ კრაზანა, 10 გრ გულყვითელას ყვავილი, 10 გრ მინდვრის პიტნა, 10 გრ სამკურნალო ბაბუაწვერა, 10 გრ სალბი, 10 გრ გვირილა, 10 გრ წყლის სამყურა. ყველაფერი დააქუცმაცეთ აურიეთ ერთმანეთში, დაასხით 1 ლ წყალი მოათავსეთ წყლიან აბაზანაში 15 წთ ადუღეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაწურეთ თბილად 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში.
- 2 ს/კ კრაზანას დაქუცმაცებული ბალახი დააყენეთ 1 ჭ მდუღარე წყალზე 2-3 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში.
- თეთრი კომბოსტოს წვენი მიიღება: ჰიპოაციდური გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის და ელენთის დაავადების დროს. 1/2 ჭ წვენი მიიღება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე თბილი სახით. წვენი ინახება მაცივარში, არაუმეტეს 2 დღე-ღამე.
- კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად საუზმეზე მიიღება გახეხილი ვაშლი (150-200 გრ) და სამმაგი რაოდენობის გახეხილი ნედლი გოგრის რბილობი. ამასთან ერთად მიიღება ლიმონის წვენი (1/4 ჭ 1 ჩ/კ თაფლთან) ასეთი ვაშლისა და გოგრის რაოდენობის შემცირება შეიძლება.
- დაბალი მჟავიანობის დროს კარგია: ასკილის ნაყოფის ნაყენი, ჭარხლის წვენი, საკვებში გამოიყენება ნედლი ჭარხალი.
- კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითების დროს მოამზადეთ ნაკრები: 1 წილი კოთხუჯის ფესურები, 1 წილი წყლის სამყურა, 1 წილი ასისთავა, 1 წილი ფორთოხლის ქერქი, 1 წილი აბზინდას ბალახი. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი ადუღეთ 10 წთ. მიიღება 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.