» » » კბილის ტკივილის მკურნალობა ტრადიციული და ხალხური საშუალებებით

კბილის ტკივილის მკურნალობა ტრადიციული და ხალხური საშუალებებით

მწვავე ტკივილის დროს პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად მივიდეს ექიმთან. (ჩვეულებრივ პათოლოგიური სიმპტომების მომატება ხდება ღამის ან დილის საათებში) ავადმყოფს რომ დროებით შევუმსუბუქოთ ტკივილი, შეიძლება გამოვიყენოთ ტრადიციული და ხალხური საშუალებები.

  • ღრმა კარიესი ღრუ ფრთხლად გავიწმინდოთ მიხაკის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს საშუალება არის ძლიერი ბუნებრივი ანალგეტიკი.

  • თუ ეჭვი გვაქვს ჩირქოვან ანთებაზე, აუცილებელია მტკივნეულ კბილთან ლოყაზე მივიდოთ რბილ ნაჭერში გახვეული ყინულის ნაჭერი. ეს დროებით შეუმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას.

    ხალხური მედიცინის საშუალებები სტომატოლოგიური დაავადებისას

    რეცეპტი 1
    ინგრედიენტები:
  • ორკბილას ხმელი ბალახი- 3 ს/კ
  • სამედიცინო სპირტი - 0,5 ლ
  • რაფინირებული მცენარეული ზეთი - 0,5 ლ

    მომზადების წესი და გამოყენება:
    ორკბილას ბალახი ხელით მოვსრისოთ. ჩავყაროთ შუშის ჭურჭელში, რომელიც მჭიდროდ იხურება. დავასხათ სპირტი, შევანჯღრიოთ და დავტოვოთ ერთი კვირით ბნელ ადგილას. პერიოდულად შევანჯღრიოთ. მიღებული შემადგენლობა გავწუროთ რამდენიმე ფენიან მარლაში და შევურიოთ მცენარეული ზეთი.
    გამოვიყენოთ როგორც ადგილობრივი ანტისეპტიკური და შემარბილებელი საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის სტომატიტების დროს და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვა დაავადებების დროს.

    რეცეპტი 2
    ინგრედიენტი:
  • ორკბილას ახალი ბალახი - 4 ს/კ
    მომზადების და გამოყენების წესი:
    ორკბილას ბალახი გავხეხიოთ მეტალის საცერში. მიღებული მასა გამოვიყენოთ ჩირქოვან ნაჭრილობევზე კომპრესებისა და საფენებისთვის აქტიურ კომპონენტად.

    რეცეპტი 3
    ინგრედიენტები:
  • ჭაობის ბერულა - 1 ს/კ
  • წყალი - 1 ჭ

მომზადების და გამოყენებს წესი:
წამლისათვის განკუთვნილი ნედლეული ჩავდოთ ფაიფურის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი, მოვურიოთ და დავტოვოთ 45 წუთი. მიღებული ნაყენი გავწუროთ მარლაში. გამოვიყენოთ პირის ღრუს გამოსავლებად ნაკაწრების, ჭრილობების და წყლულების დიდი ხნის შეუხორცებლობის დროს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.