ბრონქების ანთებისას ბოლოკის ძირზე მომზადებული წამლები მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
N1
- ბოლოკი - 120 გრ
- ხახვი - 120 გრ
- ბატის ქონი - 30 გრ
მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი და ხახვი გავატაროთ ხორცის საკეპ მაქანაში, შევურიოთ ბატის ქონი. მომზადებული მალამო შევიზილოთ მეკრდისა და ზურგის ზედა ნაწილში და შემოვიხვიოთ შალის შარფი ( ძილის წინ). მკურნალობის კურსი - 1 კვირა.
N2 - ბოლოკი - 120 გრ
- ბოლოკის ძირხვენა - 60 გრ
- თაფლი - 30 გრ
- წყალი - 250 მლ
- ალოეს ფოთლები - 50 გრ
მომზადების და მიღების წესი:
ბოლოკი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბოლოკის ძირხვენა და ალოეს ფოთლები დავაქუცმაცოთ. მომზადებული ინგრედიენტები შევაერთოთ, დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 30 წთ, შემდეგ დავუმატოთ თაფლი, გავაციოთ და გავწუროთ. მივიღოთ 30-40 მლ 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.
N3 - ბოლოკის წვენი - 150 მლ
- თაფლი - 30 გრ
- შაქარი - 30 გრ
მომზადების და მიღების წესი:
ინგრედიენტები შევაერთოთ, კარგად ავურიოთ და მივიღოთ ერთ მიღებაზე. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.