მისი საიდუმლო მკურნალი გვირილის ჩაია. და დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ გვირილის სამკურნალო თვისებების შესახებ. გარწმუნებთ, თქვენ მას ყოველ საღამოს დალევთ.
გვირილის ჩაი
გვირილის ჩაი - ეს ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც უამრავი უსიამოვნო დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ. ამასთან, მას სასიამოვნო გემო აქვს და ჩვეულებრივი ჩაის ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია. იგი შეიცავს ფლავანოიდებსა და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს. გვირილის ყველაზე სასარგებლო ნაწილი მისი ყვავილია. სწორედ იგი შეიცავს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერება.
იმ სამკურნალო ნივთიერებებს შორის, რომლებიც გვირილის შემადგენლობაშია, განსაკუთრებით აღსანიშნავია: კუმარინების ნაერთი, ბიოფლავანოიდები, ფიტოსტერინი, ვიტამინები, კაროტინები და ტანინები. ასეთი მდიდარი შემადგენლობის წყალობით, გვირილის ყვავილები კურნავს უამრავ დაავადებას. მოდით, გავიგოთ, რა შემთხვევაში გვეხმარება ეს შესანიშნავი მცენარე.
- აუმჯობესებს ძილს
არ არსებობს უკეთესი საშუალება გადაღლის, სტრესის, შფოთვისა და უძილობის დროს, თუ არა გვირილა. გვირილის ჩაი ამარტივებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, თუ მას ღამით დალევთ, დილით დასვენებულს და ფხიზელს გაგეღვიძებთ. - აქვს ანთებისსაწინააღდეგო თვისება
ამ თვისების წყალობით გვირილა ეფექტურად გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებების დროს. გვირილა გვეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში, ანთების ჩაცხრობასა და სპაზმის მოხსნაში. - გვეხმარება სტრესისა და შფოთვის დროს
გვირილა ნატურალური ანტიოქსიდანტია. ერთი ფინჯანი არომატული გვირილის ჩაი ზრდის სეროტონინის დონეს ორგანიზმში და გვეხმარება მოდუნებაში. სტრესი და შფოთვა გაქრება, თქვენ დამშვიდდებით და გონს მოხვალთ. ფინჯანი გვირილის ჩაი იდეალური საშუალებაა ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ. - აძლიერებს იმუნიტეტს
ფენოლები, რომლებსაც გვირილა შეიცავს, ზრდის ორგანიზმის დამცავ თვისებას ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ნივთიერებებივე გვეხმარება გაციებასთან, გრიპთან და სინუსიტთან ბრძოლაში. - გვეხმარება კუჭის პრობლემების დროს
გვირილა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა პრობლემას წყვეტს: დაწყებული მუცლის შებერილობისგან და დამთავრებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. იგი ეფექტურია გასტრიტის დროსაც, ვინაიდან მას ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს.
გვირილის სპაზმოლიტიკური თვისება კი დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე, ხსნის შებერილობას, ტკივილსა და სპაზმებს ნაწლავებში. გვირილა მოქმედებს ძალიან მსუბუქად, ეხმარება კუჭს ფუნქციონირების აღდგენაში. - გვირილა კიბოს პროფილაქტიკისთვის
აპიგენინი, რომელსაც გვირილა შეიცავს, კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის სარძევე ჯირკვლის, კუჭის, პროსტატის, საშვილოსნოს კიბოს განვითარებას. - ეხმარება ქალებს მენსტრუალურ ტკივილებთან გამკლავებაში
ხშირად, მენსტრუაციას თან ახლავს დისკომფორტი, გვირილა კი ამას უმკლავდება. ჩაი ამცირებს ტკივილს, ხსნის სპაზმს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის ხასიათის ცვლილებებს. - გვეხმარება ალერგიის დროს
გვირილას კიდევ ანტიჰისტამინური თვისებაც აქვს, რისი წყალობითაც გვეხმარება ალერგიის შეტევის დროს იმუნური სისტემის რეაქციის დარეგულირების გზით ალერგენებზე. - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
გვირილის ჩაი ამცირებს არტერიულ წნევას, არეგულირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, რითაც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენას. - გვეხმარება ოსტეოპოროზის დროს
ნივთიერება, რომელსაც გვირილა შეიცავს, ასტიმულირებს ოსტეობლასტების(ძვლის ქსოვილების გარდაქმნაში მონაწილე სხეულები) აქტიურობას. გვირილის ჩაი აუმჯობესებს ძვლების სიმჭიდროვეს, რითაც ხელს უშლის ოსტეოპოროზს. - გვირილა დიაბეტის დროს
კვლევები აჩვენებს, რომ გვირილის ჩაი სასარგებლოა დიაბეტის დროს. იგი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და არეგულირებს ინსულინისას. ასეთი ჩაის მოხმარებით საგრძნობლად შეამცირებთ შაქრის დონის მატებებს სისხლში. - გვეხმარება ბუასილის დროს
გვირილა კომპლექსურად მოქმედებს ბუასილის დროს. თავისი თვისებების წყალობით იგი აუტკივრებს, ხსნის ქავილს, აშორებს ინფექციასა და ანთებას. შეგიძლიათ გვირილა მიიღოთ აბანოს, მიკროოყნის, სანთლებისა და ჩაის სახით. - წყვეტს კანის პრობლემებს
გვირილის გამოყენება არამხოლოდ შინაგანად არამედ გარეგანადაც შეგიძლიათ. გვირილის ნაყენი ხსნის კანის გაღიზიანებას. გვირილის კომპრესები გვეხმარება ეკზემის დროსაც. ამასთან, გვირილის ნახარში ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ასევე, ალაგებს მცირე ნაოჭებს. ნამდვილი მონაპოვარია კანის მოვლისთვის! - აძლიერებს თმას
კიდევ ერთი სასარგებლო თვისება - თმის გაძლიერება. თუ თავს გვირილის ნახარშით დაიბანთ, თმა მბზინავი და აბრეშუმისებრი გახდება. ეს შეუცვლელი საშუალებაა თმის ზრდის გაძლიერებისთვის. - გვეხმარება პირის ღრუს პრობლემების დროს
გვირილის ნახარშით გამოვლება ეფექტურად ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს, ხელს უშლის კარიესის განვითარებას და აძლიერებს ღრძილებს.