ბებიას სამკურნალო წამალი - გვირილას ჩაი. დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ გვირილას სამკურნალო თვისების შესახებ. დარწმუნებული ვართ, რომ მას ყოველდღე დალევთ.
გვირილას ჩაი
გვირილას ჩაი - ეს მისაღები საშუალებაა, რომელიც ბევრ უსიამოვნო დაავადებას განკურნავს. ამასთან მას სასიამოვნო გემო აქვს და ჩვეულებრივი ჩაის ჩანაცვლება თავისუფლად შეუძლია. ის ბევრ ფლავონოიდს და სხვა ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ჩვენ ორგანიზმს აახალგაზრდავებს. გვირილას ყველაზე სასარგებლო ნაწილი - ყვავილები. სწორედ მათში შედის ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება.
სამკურნალო ნივთიერებებს შორის, რომელსაც გვირილას ყვავილი შეიცავს, განსაკუთრებით გამოირჩევა: კუმარინების ნაერთები, ბიოგგლავოიდები, ფიტოსტერინი, ბევრი ვიტამინი, კაროტინი და ტანინების ნაერთები. ასეთი შემადგენლობის წყალობით გვირილას ყვავილები ბევრ დაავადებას კურნავს. მოდით გავიგოთ, თუ რას შველის ბებიას საყვარელი გვირილას ჩაი.
1. ძილს აუმჯობესებს
გადაღლილობის, სტრესის, შფოთვის დროს გვირილაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. გვირილას ჩაი დაძინებაში დაგეხმარებათ და ძილის ხარისხს გააუმჯობესებს. თუ მას ღამე დალევთ, დილით თავს მხნედ და დასვენებულად იგრძნობთ.
2. ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს
ამ თვისების წყალობით გვირილა ეფექტურად გამოიყენება კუჭის და ნაწლავების დაავადებების დროს. გვირილა ინფექციას ებრძვის, ანთებას და სპაზმებს აქრობს.
3. სტრესის და შფოთვის დროს დაგეხმარებათ
გვირილა - ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა არომატული გვირილას ჩაი სეროტინინის დონეს ზრდის და მოდუნებაში გეხმარებათ. სტრესი და შფოთვა გაქრება, თქვენ დამშვიდდებით და აზრზე მოხვალთ. გვირილას ჩაი - ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება არის.
4. იმუნიტეტს აძლიერებს
გვირილაში შემავალი ფენოლი, ინფექციებისგან ორგანიზმის დაცვის თვისებას ზრდის. ეს თვისება დაგეხმარებათ გაციების, გრიპის და სინუსიტის დროს.
5. კუჭის პრობლემის დროს დაგეხმარებათ
გვირილა ბევრ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს, რადგან მას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ხოლო გვირილას სპაზმის მომხსნელი თვისება დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე და ნაწლავის ტკივილს და სპაზმებს ამშვიდებს. გვირილა რბილ მოქმედებას ახდენს, მოწამვლის შემდეგ კუჭის მუშაობას აღადგენს.
6. გვირილა, როგორც კიბოს პროფილაქტიკა
აპიგენინი, რომელიც გვირილაში შედის, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის სახით მოქმედებს. ის კუჭის, მკერდის, კანის, საშვილოსნოს კიბოს განვითარებას ხელს უშლის.
7. ქალებს მენსტრუაციული ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარებათ
ქალებს მენსტრუაცია ხშირად დისკომფორტს უქმნის, ხოლო გვირილა ამ პრობლემის მოგვარებაში გეხმარებათ. ჩაი ტკივილს ამცირებს, სპაზმას ხსნის, ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ძილს აუმჯობესებს.
8. ალერგიის დროს დაგეხმარებათ
გვირილას ანტიჰისტამინური თვისებაც აქვს, რომელიც ალერგიული შეტევის დროს დაგეხმარებათ.
9. გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკა
გვირილას ჩაი არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, რის წყალობითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება მცირდება.
10. ოსტეოპოროზის დროს დაგეხმარებათ
გვირილაში შემავალი ნივთიერება ოსტეობლასტების აქტიურობას ხელს უწყობს (სწორედ ის არის ჩართული ძვლის ქსოვილის ტრანსფორმაციაში). გვირილას ჩაი ძვლის სიმკვრივეს აუმჯობესებს და ოსტეოპოროზს ხელს უშლის.
11. გვირილა დიაბეტის დროს
კვლევამ დაამტკიცა, რომ გვირილას ჩაი დიაბეტის დროს სასარგებლოა. ის შაქრის დონეს ამცირებს და სისხლში ინსულინის დონეს არეგულირებს. ასეთი ჩაის მიღება შაქრის სწრაფ ცვლილებას შეამცირებს.
12. ჰემოროის დროს დაგეხმარებათ
გვირილა ჰემოროის დროს კომპლექსურ ეფექტს იძლევა. თავისი თვისებების წყალობით ის ტკივილს აყუჩებს, ქავილს აქრობს, ინფექციას და ანთებას აქრობს. გვირილა შეგიძლიათ აბაზანის, სანთლების და ჩაის სახით მიიღოთ.
13. კანის პრობლემების დროს გამოიყენება
გვირილა შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩაის სახით გამოიყენოთ, მან ხალხურ საშუალებებში თავი კარგად გამოიჩინა. გვირილას ნაყენი კანის გაღიზიანებას მოგაშორებთ. გვირილას კომპრესი ეგზემას დროს დაგეხმარებათ. ამასთან გვირილას ნაყენი ჭრილობის და დაზიანებული კანის სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს. ასევე წვრილ ნაოჭებს აქრობს. ნამდვილი აღმოჩენა კანის მოვლისთვის!
14. თმებს აძლიერებს
გვირილას კიდევ ერთი სასარგებლო თვისება - თმის გაძლიერება. თუ თავს გვირილას ნაყენით დაიბანთ, თმა ბრწყინვალე და ხავერდოვანი გახდება. ეს შეუცვლელი საშუალებაა თმის ზრდის გასაძლიერებლად.
15. პირის ღრუს პრობლემების დროს დაგეხმარებათ.
გვირილას ნაყენი ბაქტერიულ ინფექციებს ებრძვის, კარიესის გაჩენას ხელს უშლის, ასევე ღრძილებს აძლიერებს.
გვირილას ნაყენი წარმოუდგენლად სასარგებლოა, მაგრამ გვირილა სამკურნალო საშუალებაა, ანუ მას უკუჩვენებაც აქვს. პირველ რიგში, დარწმუნდით რომ მასზე ალერგია არ გაქვთ. გვირილას გამოყენებაზე უარი უნდა თქვათ ორსულობის დროს, რადგან მან შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. კიდევ მნიშვნელოვანია, გვირილა უმჯობესია ღამე დალიოთ, რადგან ძილიანობას იწვევს.
გვირილა - შესანიშნავი ნატურალური საშუალებაა. თუმცა გადაჭარბება არ ღირს. ასევე გახსოვდეთ, რომ ეს პანაცეა არაა. გვირილა პროფილაქტიკის შემთხვვევაში კარგად მოქმედებს, მაგრამ სერიოზული დაავადებების მისით განკურნება არ ღირს. ამ პრობლემების დროს უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ!