სულ ორი კბილი ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი,თბილ წყალში დაყენებული, განგკურნავთ უამრავი დაავადებისგან. რთულია დასაჯერებლად, თუმცა ეს რეცეპტი მართლა ეფექტურია. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა უპირატესობებით სარგებლობს ეს სასმელი.
ნივრიანი წყალი
როგორ უნდა მოვამზადოთ ნივრიანი წყალი, რომელი დაავადებების დროს უნდა გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება.
ინგრედიენტები
- 2-3 კბილი ნიორი
- 3 ლებანი ახალი ლიმონი
- 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- გაწმინდეთ ნივრის კბილები და დაჭერით წვრილად.
- მოათავსეთ დაჭრილი ნიორი შესაფერის ჭურჭელში. დაუმატეთ ლიმონის ლებნები და ზეთი.
- გააჩერეთ 15 წუთით.
- გაწურეთ და მაშინვე დალიეთ.
ლიმონში კალიუმის მაღალი შემცველობა აძლიერებს გულს, დადებითად მოქმედებს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ცხოველქმედებაზე. დიდია ლიმონის სარგებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. მისი მოხმარება აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს მისი ფერმენტების გამომუშავებას, ასევე, ასქელებს ნაღველს.
რეგულარული მოხმარების დროს ნივტიანი წყალი ამცირებს გულის დაავადებების, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს. ნივრიანი წყალი ხსნის სისხლს, ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას. ნიორი გვეხმარება სისხლის წნევის შემცირებაში და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.
ნივრიანი წყლის რეგულარული მოხმარების გავლენა ჯანმრთელობაზე, ასევე, მოიცავს: ინფექციების მიმართ მომატებულ რეზისტენტულობას, სახსრებში ტკივილის შემცირებას, ღვიძლისა და თირკმლების გაჯანსაღებას.
ვინაიდან ნივრიანი წყალი საკმაოდ მძლავრად მოქმედებს ორგანიზმზე, მისი ყოველდღიურად მიღება არ შეიძლება. კვირაში ორჯერ, 1 ჭიქა სასმლის მიღება საკმარისია იმისათვის, რომ მთლიანად მიიღოთ მისი სამკურნალო თვისებები.
უმჯობესია, ნივრიანი წყალი დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე დალიოთ. თუ თქვენ იღებთ სისხლის გამხსნელს ან პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, ნუ მიიღებთ ნივრიან წყალს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან იგი ამცირებს წნევას და ათხელებს სისხლს.
ნივრიანი წყლის მიღება ეფექტური საშინაო დიეტაცაა, რომელიც სწრაფად ანადგურებს ცხიმოვან ფენებს მუცლის არეში. იგი ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, გვეხმარება კალორიების დაწვაში და ამცირებს მადას.