» » » ნივრიანი წყალი ბებიის რეცეპტით, რომელიც ნებისმიერ ავადმყოფს ფეხზე წამოაყენებს.

ნივრიანი წყალი ბებიის რეცეპტით, რომელიც ნებისმიერ ავადმყოფს ფეხზე წამოაყენებს.

პრაქტიკულად ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, სმენია ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა ამ პროდუქტს დახმარებისთვის უმეტეს შემთხვევაში სწორედ მაშინ მივმართავთ, როდესაც გაციება ან იმუნიტეტის დაქვეითება გვაწუხებს. ნივრის სხვა სასარგებლო თვისებები ნაკლებადაა ცნობილი, რაც ძალზედ სამწუხაროა...



ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკის სულ რაღაც ორი კბილი, დაყენებული თბილ წყალში, გიხსნით მრავალი სერიოზული დაავადებისგან. რთული დასაჯერებელია, თუმცა ეს უმრატივესი რეცეპტი ნამდვილად მუშაობს! დღეს "რჩევების" რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ნივრისგან.

ნივრიანი წყალი

ქვემოთ თქვენ წაიკითხავთ, თუ როგორ მოამზადოთ ეს სასმელი სწორად, რომელი დაავადებების დროსაა რეკომენდებული მისი მიღება და რა შემთხვევაში გეკრძალებათ ნივრიანი წყლის გამოყენება.



ინგრედიენტები:
  • 2-3 კბილი ნიორი
  • რამდენიმე ნაჭერი ლიმონი
  • 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:
  1. გაასუფთავეთ ნივრის კბილები კანისგან, კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად.

  2. დაქუცმაცებული ნიორი მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში, დაამატეთ ასევე კუბიკებად დაჭრილი ნახევარი ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი.

  3. დაასხით ნარევს 1 ჭიქა თბილი წყალი და დააყოვნეთ 15 წუთით.

  4. დაყოვნების შემდეგ გადაწურეთ ის და ახლადმომზადებული სასმელი მიიღეთ შინაგანად.

რატომ შეიცავს მოცემული რეცეპტი კონკრეტულად ამ ინგრედიენტებს? ნიორი - ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიმიკრობოული საშუალება, რომელიც ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, კუჭს და გამოდევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს. რაც შეეხება ლიმონს, ის ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით, არაჩვეულებრივად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს, სტიმულირებს ცხიმის წვის პროცესს და აუმჯობესებს კანის ფერს.



კალიუმი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ლიმონი, აძლიერებს გულის კუნთს, აქვს სასარგებლო გავლენა თავის ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. გარდა ამისა, მოცემული ციტრუსი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის მუშაობასაც, აჩქარებს ფერმენტების გამომუშავების პროცესს და ათხევადებს ნაღველს.



ნივრიანი წყლის რეგულარული მიღების შედეგად რამდენჯერმე მცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემსი დაავადებების, გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი. მოცემული სასმელი ძალზედ ეფექტურია სისხლსი გასათხევადებლად და თრომბების ფორმირების თავიდან ასარიდებლად, ის ეფექტურად არეგულირებს სისხლის წნევასა და ქოლესტერინის დონეს.



გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, რეგულარულად ნივრიანი წყლის მირთმევის შედეგად ჩვენი ორგანიზმი ხდება მდგრადი ინფექციების მიმართ, მცირდება სახსრების ტკივილი, ძლიერდება იმუნიტეტი, ჯანსაღდება ღვიძლი, თირკმელები და ა.შ.



გამომდინარე იქიდან, რომ ნივრიანი წყალი საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებაა, ყოველდღიურად მისი მიღება არ არის რეკომენდებული. კვირაში 2-ჯერ 1 ჭიქა ასეთი სასმელი მიღება სავსებით საკმარისია, რათა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ნივრისგან და გავიჯანსაღოთ მთელი ორგანიზმი.



საუკეთესო დრო მოცემული სასმელი მისაღებად საუზმობამდე 30 წუთით ადრეა. თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხევადებელ ან სისხლის წნევის შემამცირებელ სპეციალურ პრეპარატებს, ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე ნივრიანი წყლის მიღება არ არის რეკომენდებულია.

საოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ეს მარტივი რეცეპტი, არა? კიდევ უფრო სასიამოვნო და სასიხარულო სწორედ ის ფაქტია, რომ ნივრიანი წყალი არაჩვეულებრივია წონის დასაკლებადაც, რადგან ინგრედიენტები, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს, ანადგურებს ცხიმოვან ფენებს სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე, სტიმულირებს მეტაბოლიზმს, აჩქარებს კალორების წვის პროცესს და ახშობს მადას.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასმელი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, ის გვიცავს არა უბრალოდ გაციებითი და ვირუსული დაავადებებისგან, არამედ დიაბეტისა და კიბოს განვითარებისგანაც კი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.