მსგავსი ეფექტისთვის გირჩევთ, მოამზადოთ ნივრიანი მასა, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
უნდა გაითვალისწინოთ ერთი მომენტი - ინგრედიენტები უნდა გაიხსნას ცხელ წყალში, ამის მერე უნდა გაგრილდეს და დაუმატოთ ნივრის რბილობიც. ამასთან, ეს მასა საკმაოდ დიდხანს ინახება მჟავის გარეშე, თუმცა მჟავის დამატებით მოგიწევთ, იგი მომავალი 3 დღის მანძილზე გამოიყენოთ.
როგორ მოვუაროთ ორქიდეას ქოთანში
დაგჭირდებათ
- 1 ლ წყალი
- 3 კბილი ნიორი
- შუშის ქილა
- 1 აბი ქარვის მჟავა
- გახსენით ერთი აბი მჟავა ცხელ წყალში.
- დაჭერით ან დაჭყლიტეთ ნიორი. როცა სითხე გაცივდება, დაუმატეთ ნივრის რბილობი.
- მოათავსეთ სითხე შუშის ქილაში, შემდეგ გააჩერეთ 24 საათით.
ორქიდეის მორწყვამდე წყალი აუცილებლად უნდა გაწუროთ. შემდეგ მიღებული მასა უნდა გააზავოთ დაყენებულ სუფთა წყალში და ყვავილის ქოთანი ჩადოთ მასში სანახევროდ. ასეთი მორწყვა უნდა შეუთავსოთ ჩვეულებრივს, ოღონდ მხოლოდ თვეში ერთხელ.