დღევანდელ სტატიაში მინდა დეტალურად მოგითხროთ, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ეს უნიკალური პროდუქტი და შემოგთავაზოთ მისი ალტერნატიული გამოყენების რამდენიმე ნაკლებად ცნობილი გზა.
ნივრის გამოყენება
- საშუალება აკნეს წინააღმდეგ
საკმაოდ ხშირად გამონაყარისა და აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყულ ნიორს სახის კანის მოსავლელ ლოსიონებში და გამწმენდ ნიღბებში ამატებენ. კიდევ უფრო ეფექტურია შუაზე გაჭრილი ნივრით კანის პრობლემური მონაკვეთების დამუშავება. ამ პროცედურიდან ხანმოკლე დროში გამონაყარი უკვალოდ გაქრება. - ფრჩხილის სოკოს მკურნალობა
ნიორი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. განსაკუთრებული პოპულარობით მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად ნივრიანი აბაზანები სარგებლობს. სოკოვანი ინფექციის გასანადგურებლად, დანაყეთ ნივრის 10 კბილი, ჩაამატეთ 1 ლიტრ წყალში და მოათავსეთ მიღებულ ნარევში ფეხები რამდენიმე წუთით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ საოცრად ეფექტური ნარევის დამზადება ნივრისა და ზეითუნის ზეთისგან სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. შეურიეთ ორივე პროდუქტი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მიღებული ნარევი გაინაწილეთ დაინფიცირებულ კანზე და ფრჩხილებზე. დაიფიქსირეთ ეს მასა დოლბანდით, დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ კარგად დაიბანეთ ფეხები. რეგულარული პროცედურის შედეგად უსიამოვნო სიმპტომები ძალიან მალე გაქრება. - კბილის ტკივილის გაყუჩება
უამრავი ადამიანი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად რეკომდაციას შუაზე გაჭრილი ნივრის კბილზე მიდებას უწევს. გირჩევთ, არასდროს გამოიყენოთ ეს მეთოდი, რადგან ასეთ შემთხვევაში ღრძილების დამწვრობა და დაზიანება გარდაუვალი იქნება. უმჯობესია, თუ რამდენიმე კბილ დანაყულ ნიორს გახსნით 1 ჭიქა წყალში, დააყოვნებთ რამდენიმე წუთით და მიღებულ ნარევს კარგად გამოივლებთ პირის ღრუში. - ყურის ინფექციის მკურნალობა
ნივრის ზეთი, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად იყიდება აფთიაქებში, საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც სწრაფად უმკლავდება ყურის ტკივილსა და ინფექციებს. ამ შედეგის მისაღწევად, სულ ორიოდე წვეთი ნივრის ზეთი ჩაიწვეთეთ ორივე ყურში. - ყინვის დროს
კარგად გამომშრალი და დაფქული ნიორი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ყინულის დასადნობად. თუ თქვენი სახლის კიბეები ყინულითაა დაფარული და მასზე ასვლაც კი გიჭირთ, მოაბნიეთ ნივრის ფხვნილი. - ხიწვის მოშორება
ხიწვს მარტივად მოიშორებთ, თუ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე შუაზე გაჭრილ ნიორს მიიდებთ და პლასტირის გამოყენებით კარგად დაიფიქსირებთ. დაახლოებით 1 საათი საკმარისი იქნება მის მოსაშორებლად. - თუ მინდა დაბზარულია
ახლა გთავაზობთ მეთოდს, რომლითაც ჩემი ბაბუა საკმაოდ ხშირად სარგებლობდა. თუ მინა გაიბზარა, დასრისეთ რამდენიმე კბილი ნიორი და გამოწურული წვენით კარგად დაამუშავეთ მინის ზედაპირი. ასე ბზარი ზომაში აღარ გაიზრდება. - მწერების წინააღმდეგ ბრძოლა
თუ თქვენ წყალში რამდენიმე კბილ დანაყულ ნიორს გახსნით, მიიღებთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც ეფექტურად ებრძვის მიკრობებს, ბაქტერიებს და მწერებსაც კი. - სატყუარა თევზისთვის
თუ თქვენ თევზაობის მოყვარული ხართ, უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა ნივრის სუნი არაჩვეულებრივად იზიდავს თევზს... გამოცდილმა მეთევზეებმა კარგად იციან, რომ რამდენიმე კბილი ნივრის გამოყენებით კარგად, ხარისხიანად თევზაობაა შესაძლებელი. - გაციებითი დაავადებების მკურნალობა
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნიორი ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს. არსებობს ამ პროდუქტზე დაფუძნებული მრავალი ხალხური საშუალება, რომელიც ებრძვის გაციებით და ვირუსულ დაავადებებს. დღევანდელ სტატიაში ასეთი საშუალებებიდან სწორედ ყველაზე ეფექტურს გთავაზობთ.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციებითი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პროფილაქტიკისთვის, ნახევარ ლიტრ შემთბარ რძეში ჩაამატეთ 10 წვეთი ნივრის ახლადგამოწურული წვენი. მზა საშუალება მიირთვით ღამით, დაძინების წინ.
ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ შეიძლება საათობით ვისაუბროთ... მოკლედ რომ ვთქვათ, ნივრისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტის ტიტული ნამდვილად დამსახურებულია.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ ნივრის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!