კერძის დიეტური ვარიანტია მისი წყალზე ან ბოსტნეულის ბულიონზე მომზადება. უფრო მსუყე გამოდის ქათმის სუპი ყველის ბურთულებითა და ქათმის ნაჭრებით. მომზადების მეთოდის მიუხედავად, სუპი ყოველთვის გემრიელი გამოდის.
ინგრედიენტები სუპისთვის
- 2.5 ლ ქათმის ბულიონი ან წყალი
- 1 დიდი თავი ხახვი
- 1 სტაფილო
- 5 საშუალო ზომის კარტოფილი
- 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მწვანილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით
- 100 გ ჰოლანდიური ყველი
- 1 კვერცხი
- 100-130 გ ფქვილი
- 2 ს.კ. რბილი კარაქი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- დაიწყეთ ყველის ბურთულების მომზადებით. დახეხეთ ყველი წვრილად, დაუმატეთ კარაქი, ფქვილი, კვერცხი და მარილი. მოურიეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით.
- სანამ ცომი მაცივარშია, დაჭერით კარტოფილი კუბებად და ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. სტაფილო და ხახვი დახეხეთ, ოდნავ შეწვით ზეთზე და დაუმატეთ სუპს.
- ამავდროულად, გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და მოამზადეთ პატარა ბურთულები ტყის თხილის ზომისა(უფრო დიდები არ მოიხარშება).
- სათითაოდ ჩაყარეთ სითხეში. მოურიეთ და ხარშეთ სუპი კიდევ 5-10 წუთით(ბურთულების მზადყოფნამდე).
- როცა ბურთულები მზად იქნება, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და გამორთეთ ცეცხლი. დაასხით გემრიელი სუპი თეფშებზე და მორთეთ მწვანილებით.