კერძში მთავარი როლი მიენიჭება, რაღა თქმა უნდა, ნიახურს - შესანიშნავ ბოსტნეულს, რომელიც გახდომის მსურველებმა აუცილებლად უნდა მიირთვან. ნიახური დიდხანს ამშვიდებს შიმშილის გრძნობას, მისი ათვისებისას ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ შეიცავს. ვინაიდან კალორიებზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ბონურ სუპში სულ 27 კკალ შედის(100 გ-ში).
როგორ მოვამზადოთ გასახდომი სუპი
ინგრედიენტები
- 400 გ კომბოსტო
- 5 თავი ხახვი
- 5 ც პომიდორი
- 2 მწვანე ბულგარული წიწაკა
- 2 სტაფილო
- 4 ღერო ნიახური
- მწვანილის კონა
- სანელებლები (ნიორი, ჯანჯაფილი, ქინძი, დაფნა)
- წვრილად დაჭერით კომბოსტო(ახალგაზრდა კომბოსტო დაჭერით უფრო მსხვილად), სტაფილო დაჭერით რგოლებად, პომიდორი გათალეთ და დაჭერით. ბულგარული წიწაკა დაჭერით დიდ ნაჭრებად, ხახვი და ნიახური - კუბებად.
- მომზადებული ინგრედიენტები, ხახვის გარდა, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე.
- ზეითუნის ზეთზე შეწვით ხახვი გამჭვირვალობამდე.
- სუპს დაუმატეთ ხახვი, სანელებლები, მოაყარეთ მარილი და ხარშეთ ადუღებიდან 10 წუთის მანძილზე, ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ მწვანილი, გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება.
წონის ეფექტური დაკლებისთვის მიირთვით ბონური სუპი 1 კვირის მანძილზე, გამორიცხეთ რაციონიდან ალკოჰოლი, შემწვარი საკვები და ფასტფუდი.
გახდეთ ჯანმრთელად, შიმშილის გარეშე!