» » » ფრიკანდელები საფარის გარეშე, მომზადების საიდუმლო ბერლინში გავიგე: რეცეპტი მთელ ქვეყანას მოედო

ფრიკანდელები საფარის გარეშე, მომზადების საიდუმლო ბერლინში გავიგე: რეცეპტი მთელ ქვეყანას მოედო

ფრიკანდელი - ეს სიგარის ფორმის ძეხვებია, რომლებიც ფარშისგან მზადდება საფარის გარეშე და პოპულარულია ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, ხოლო თუ სოსისებს სფეროს ფორმას მისცემთ, ტიფტელებისგან ვერ გაარჩევთ. ხორცის გარდა, ფრიკანდელის შემადგენლობაშია მწვანილი, ხახვი და სანელებლები, გამოცდილი მზარეულები კი გვირჩევენ ფარშის რამდენიმე სხვადასხვა სახის ხორცისგან მომზადებას - ეს ხრიკი მზა ძეხვის გემოს საგრძნობლად აუმჯობესებს.



მათი მომზადება საკმაოდ იოლია, მირთმევა კი - გასტრონომიული სიამოვნება! რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ საშინაო ძეხვი, რომელიც ასჯერ უფრო გემრიელია მაღაზიისაზე, ამასთან, არ დახარჯავთ ზედმეტ ფულსა და დროს.

ინგრედიენტები
  • 500 გ ფარში
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 თავი ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 50 მლ წითელი მშრალი ღვინო
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მუსკატის თხილი, ქინძი და კარდამონი გემოვნებით
  • კარაქი შესაწვავად
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
  1. გაატარეთ ხორცი საკეპ მანქანაში ორჯერ. თუ მზა ფარშს იყენებთ, მაინც გაატარეთ კიდევ ერთხელ.


  2. წვრილად დაჭერით ხახვი და გაატარეთ საკეპში. ამავდროულად დააქუცმაცეთ ნიორი და ოხრახუში.


  3. მარილი და სხვა სანელებლები დანაყეთ სანაყ ჯამში. დაუმატეთ ფარშს ხახვი, ნიორი, მწვანილი, სანელებლები და შვრიის ფანტელი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.


  4. ხორცსაკეპ მანქანას მოარგეთ სპეციალური პირი ძეხვისთვის ან გამოიყენეთ საკონდიტრო ტომარა წვრილი და გრძელი ძეხვების მისაღებად. შედგით ძეხვები საყინულეში და აცადეთ ოდნავ გაყინვა. სხვათაშორის, ძეხვების მომზადება მარაგადაც შეგიძლიათ, გაყინეთ და ნებისმიერ დროს შეწვით.


  5. გაცხელებულ ტაფაზე დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და შეწვით ძეხვები მზადყოფნამდე ორივე მხრიდან.


  6. ჩაასხით ტაფაში ღვინო, მორწყეთ სოუსით შემწვარი ძეხვები და თუშეთ ღვინის აორთქლებამდე. ძეხვები ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.