ინგრედიენტები:
- რბილი ხორცი - 600 გრამი
- დაკეპილი ხორცი - 200 გრამი
- ხახვი - 3 თავი (100 გრამი)
- ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
- ერბო - 1/2 ჩაის ჭიქა
- არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
- დაჭრილი მწვანილი - 2 სუფრის კოვზი
- პილპილი და მარილი - გემოვნების მიხედვით.
მომზადების წესი:
ხორცის დიდი ნაჭერი დავბეგვოთ და მივცეთ ცომის სახე, დავაყაროთ სატენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
200 გრამი დაკეპილი ხორცი მოვშუშოთ წინასწარ შეწითლებულ ხახვთან ერთად. ჩავყაროთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეგადავლებული ბრინჯი, შავი ან სურნელოვანი პილპილი, მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვშუშოთ და დავაყაროთ უმ ხორცს, შევახვიოთ, მივცეთ რულეტის ფორმა, შევკრათ ძაფით, ჩავდოთ დაბალ ქვაბში, დავასხათ ერბო და შევდგათ კარგად გაცხელებულ ჰაერღუმელში. როდესაც შეწითლდება, დავასხათ თავისივე წვენიდა 2-3 კოვზი ბულიონი ან წყალი. როცა მზად იქნება, გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ არაჟანი ან ტომატი. გარნირად შემოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და მივიტანოთ სუფრაზე.