დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დავარბილოთ ცხენის ხორციც კი ერთი ბუნებრივი ინგრედიენტით. უფრო სწრაფ და მარტივ საშუალებას ვერსად იპოვით.
როგორ მოვამზადოთ რბილი ხორცი
საუკეთესო და ზესწრაფი საშუალება ხორცის დასარბილებლად არის 30 წუთით კივის რბილობში გაჩერება, თუმცა, ჩვენ გთავაზობთ სანელებლების დამატებასაც, რათა დაზოგოთ დრო და არ მოგბეზრდეთ კერძის მომზადება. მაშ ასე,
ინგრედიენტები:
- 1-2 ც კივი
- 1-1.5 კგ ხორცი
- მარილი
- წიწაკა და სხვა სასურველი სანელებელი
- როზმარინი
- ხახვი ან ნიორი (სურვილისამებრ)
- გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. დააფქვიეთ კივი ბლენდერში ან გახეხეთ;
- დაუმატეთ ფაფას სანელებლები;
- გააჩერეთ ხორცი ამ მარინადში 30 წუთით. თუ ხორცი ძალიან მაგარია, გააჩერეთ 1-2 საათით. მაგრამ, 2 საათზე მეტი დაუშვებელია, რადგან ბოლოს, შეიძლება, პაშტეტი მიიღოთ;
- დროის გასვლის შემდეგ მოამზადეთ კერძი სასურველი გზით. ეს მარინადი იდეალურია მწვადისთვისაც.
რედაქციის რჩევა:
ხორცის დარბილების ეს მეთოდი აჩქარებს მისი მომზადების პროცესსაც. 40-50 წუთში ძროხის ხორცი უკვე მზა და ძალიან რბილი იქნება, როცა ჩვეულებრივი მაგარი ხორცი 2-2.5 საათის განმავლობაში მზადდება. შეგიძლიათ, კივიზე სხვადასხვა მარინადი მოამზადოთ: დაუმატოთ სანელებელი ბალახები, ღვინო, სხვა ხილი, უჩვეულო სანელებლები.. ან თავიდანვე დაარბილოთ ხორცი ხილის ფაფაში, შემდეგ კი მარინადში.