ვაშლის შტრუდელი
ცომის ინგრედიენტები
- 350 გ ფქვილი
- 200 გ არაჟანი
- 200 გ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი
- 5 ვაშლი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 150 გ შაქარი
- 1 ს.კ. ლიმონის კანი
- 1 ს.კ. დარიჩინი
- ათქვიფეთ მიქსერით ან სათქვეფით ზეითუნის ზეთი, არაჟანი და ვანილის შაქარი.
- მეორე თასში გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი.
- ათქვიფეთ ორივე მასა ერთმანეთში ღრმა ჭურჭელში. მოზილეთ. კონსისტენციით ფქვილი რბილი უნდა იყოს, თუმცა, ამასთან, ხელებს არ უნდა ეწებებოდეს. შეახვიეთ ცომი საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.
- გათალეთ ვაშლი, გააცალეთ გული და გახეხეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი, კანი და დარიჩინი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
- ცივი ცომი გაჭერით ორ ნაწილად. ერთი ნახევარი გააბრტყელედ ოთხკუთხედად, დაახლოებით 15x30X0.6 პარამეტრებით.
- დადეთ შიგთავსი ცომზე. შეახვიეთ ბოლოები ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, ცენტრის მიმართულებით ისე, რომ რულეტი გამოვიდეს.
- ცომის მეორე ნახევრიდან შეახვიეთ კიდევ ერთი რულეტი. ორივეზე გააკეთეთ ნაპრალები 5 სმ-ს დაშორებით ერთმანეთისგან. ზეთიან საცხობზე დაალაგეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთის მანძილზე.