» » » უგემრიელესი სადღესასწაულო ვაშლის ღვეზელი განსაკუთრებული არომატით...

უგემრიელესი სადღესასწაულო ვაშლის ღვეზელი განსაკუთრებული არომატით...

სახლში გამომცხვარი ტორტი, ნამცხვარი თუ ღვეზელი ხარისხითა და გემოთი ყოველთვის უფრო წინ დგას, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. დღეს Rchevebi-ის რედაქცია გასწავლით ძალიან გემრიელ და ადვილად გამოსაცხობ ვაშლის ღვეზელის რეცეპტს.

მასალად საჭიროა:

  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 500 გრამი
  • ქიშმიში - 100 გრამი
  • მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი - 5 ჩაის ჭიქა
  • რომი ან არაყი - 2 არყის სირჩა
  • ვაშლი - 10 ცალი
  • ღვინო - 1/2 ღვინის ჭიქა
  • ცუკატები - 100 გრამი

მომზადების წესი:

5 ცალი კვერცხი ავლესოთ 200 გრამ შაქართან ერთად. დავუმატოთ თეთრი პურის ფქვილი, 150 გრამი შაქარი, მაწონი და რომი ან არაყი. დიდი ხნის ზელის შემდეგ ცომი გადავიტანოთ მაგიდაზე, გავათხელოთ და დიდი ფართო თეფშის ზომაზე ამოვჭრათ. ორი რგოლი. ერთზე დავადოთ ვაშლის პიურე, ხოლო მეორე რგოლი ისევთ გავათხელოთ, დავჭრათ გრძელ ვიწრო ნაჭრებად და დავაწყოთ პიურეწასმულ რგოლზე სხვადასხვა სახით. შევდგათ ღუმელში.

ვაშლის პიურე მზადდება ასე:
10 ცალი ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ, დავაყაროთ 150 გრამი შაქარი, დავასხათ 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო, შევურიოთ 100 გრამი ქიშმიში, შევდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ თავისსავე ორთქლში, შემდეგ კარგად დავსრისოთ. კარგია ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატების დამატება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.