» » » უკვე 2 თვეა, ყოველ დილით მივირთმევ ბანანსა და ავოკადოს: ექიმმა დიაგნოზი გააუქმა

უკვე 2 თვეა, ყოველ დილით მივირთმევ ბანანსა და ავოკადოს: ექიმმა დიაგნოზი გააუქმა

ინსულტის ან გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის საკმარისია, დღეში 1 ბანანი ან ერთი ავოკადო მიირთვათ. ეს გაარკვიეს და დაადგინეს ალაბამას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტი
როცა ბანანი და ავოკადო კომბინირებულია და ერთბაშად მოიხმარება, ისინი ორგანიზმის სრულყოფილ კვებასა და დიდ სარგებელს უზრუნველყოფენ.

  1. ვიტამინები და მინერალები

    ავოკადოც და ბანანიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა უნიკალური ნივთიერებებით. ბანანი A, E და B6 ვიტამინების, მარგანეცისა და სპილენძის წყაროა. ბანანი, ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმში დაბერების პროცესს ანელებს.



    ბანანის ნაყოფი შედგება რბილი, მარტივად ათვისებადი ცელულოზისგან, მარტივი შაქრით - ფრუქტოზითა და საქაროზით. ბანანის ჭამა სწრაფად ავსებს ორგანიზმს ენერგიით. მათ ამ თვისებას ფართოდ იყენებენ სპორტსმენები ძალების მომენტალური მოზღვავებისთვის.



    ავოკადოც მდიდარია ვიტამინებით: იგი შეიცავს C, B, A, P და D ჯგუფების ვიტამინებს, E ვიტამინის შემცველობით კი ლიდერია. იგი იცავს უჯრედებს დაბერებისგან და ასტიმულირებს ჟანგბადის მიწოდებას.
    ცხიმიან ხილში გვხვდება კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მარგანეცი, მაგნიუმი, რკინა და სხვ.

  2. გულის ჯანმრთელობისთვის
    კვლევების თანახმად, წელიწადში 800 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება გულის პრობლემების გამო, რომლებიც უეცარ ინფარქტს იწვევს.


    ავოკადოსა და ბანანში დიდი რაოდენობით კალიუმია, რომელიც აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას, ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ხდის სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს.
    ავოკადო, ასევე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით. სწორედ ამ მჟავების უკმარისობაა ათეროსკლეროზის გაჩენისა და ქოლესტერინის გადამუშავების დარღვევის მიზეზი.

  3. საჭმლის მონელებისთვის
    ბანანისა და ავოკადოს კომბინაცია აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბანანის საკვები ბოჭკოები დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე. იგი არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, არ იწვევს გულძმარვას, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ხელს უშლის ყაბზობას.

    გარდა ამისა, ბანანის ბოჭკოვანი აგებულება აჩქარებს ორგანიზმში მოხვედრილ გაჯერებული ცხიმების გამოდევნას, რითიც ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპიდოსტეროიდების("ცუდი ქოლესტერინის) დონეს.

    ბანანის რბილობი შეიცავს მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას - კატექოლამინებს. ამ ნივთიერბის წყალობით, ბანანს იყენებენ ნაწლავების დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიდური წყლულების სამკურნალოდ.



    ავოკადო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გვაშორებს ყაბზობას. ერთი საშუალო ნაყოფი შეიცავს 12 გ სასარგებლო საკვებ ბოჭჯოს, რაც მას შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად აქცევს ყაბზობის წინააღმდეგ.

  4. ანტიოქსიდანტების წყარო
    ბანანისა და ავოკადოს კომბინაცია შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აცხრობს ანთებას ორგანიზმში. ბანანში, რომლის კანიც გაშავებას იწყებს, გამომუშავდება ძლიერი ანტიოქსიდანტი კიბოსსაწინააღმდეგო თვისებებით.



    ავოკადო გლუტატიონის შესანიშნავი წყაროა. ესაა ანტიოქსიდანტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ნაადრევი სიბერის, კიბოსა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
    ეს ნაყოფი, ასევე, შეიცავს კაროტინოიდებს, კერძოდ, ლიუტეინს - მთავარ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს თვალის ბადურას დეგენერაციისა და კატარაქტასგან.

  5. წონაში დასაკლებად
    დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნება(სახამებლისა და ცელულოზას წყალობით) ბანანს იდეალურ პროდუქტად აქცევს დიეტური საუზმისთვის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ დღეში უნდა მიირთვათ მხოლოდ ერთი საშუალო ბანანი, რადგან იგი ნახშირწყლების დღიური ნორმის 40%-ს შეიცავს.

ავოკადოც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში - იგი ქმნის დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს მადას. ამ ნაყოფში დიდი რაოდენობით ცელულოზა და სასარგებლო ცხიმია. სწორედ ამიტომ, კალორიულობის მიუხედავად, ავოკადო გასახდომად ფასდაუდებელი პროდუქტია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.