რჩევების რედაქცია გთავაზობთ ქათმის ბარკლების რეცეპტს, რომელიც სტუმრებს აუცილებლად მოეწონებათ!
ქათმის ბარკლები კარტოფილით
ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- 300 გ შამპინიონები
- 700 გ კარტოფილი
- ქათმის 6 ფეხი
- 2 საშუალო ზომის ხახვი
- 50 მლ რძე
- 30 გ კარაქი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- გათალეთ კარტოფილი, დაჭერით და მოხარშეთ. მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ რძე, კარაქი და მარილი.
- დაჭერით ხახვი წვრილად, გარეცხეთ სოკო და დაჭერით. ცხელ ტაფაზე მოასხით მცენარეული ზეთი, შეწვით ხახვი, დაუმატეთ სოკოები და შეწვით მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება. სოკოს მასა შეურიეთ პიურეს.
- ქათმის ფეხებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეწვით მცენარეულ ზეთზე (10-15 წუთით).
- სანამ ქათამი მზადდება, თხლად გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დაჭერით 15x15 სმ კვადრატებად. ცომის ნარჩენები ხელახლა გააბრტყელეთ და მოათავსეთ კვადრატების ქვეშ, რათა ღვეზელის ფსკერი არ გაიხეს.
- თითოეული კვადრატის ცენტრში მოათავსეთ 2 ს.კ. კარტოფილის მასა, ზემოდან ვერტიკალურად დაადეთ ქათმის ფეხი ძვლით ზემოთ. ცომის კუთხეები მოჭმუჭნეთ მის ირგვლივ და შეახვიეთ ძაფით, ოღონდ ძალიან მჭიდროდ არა.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და ფრთხილად გადადეთ ცომის ტომრები. ძვლებს შემოახვიეთ ფოლგა, რათა არ დაგეწვათ.
- შედგით კერძი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. მომზადების შემდეგ მოხსენით ცომს ძაფები, მოაშორეთ ფოლგა და დადეთ სუფრაზე.