» » » სტაფილოს სალათი კვერცხით: დღემდე დედაჩემის მადლობელი ვარ, ამ სალათის მომზადება რომ მასწავლა

სტაფილოს სალათი კვერცხით: დღემდე დედაჩემის მადლობელი ვარ, ამ სალათის მომზადება რომ მასწავლა

თითოეულ ქალბატონს ლამაზი ფიგურის თავისებური საიდუმლო აქვს. ერთნი არ მიირთმევენ 6-ის შემდეგ, სხვები ითვლიან კალორიებს, დადიან სპორტ-დარბაზში ან სხვადასხვა დიეტას იცავენ. დიეტური რაციონების უმეტესობა დაფუძნებულია მკაცრ აკრძალვებზე კვებაში ან პროდუქტებზე, რომლებსაც ყოველდღე ვერ შეიძენთ. რა თქმა უნდა, ავოკადო და სემგა ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათი ფასები როდი გვაძლევს ხელს.



როცა დედაჩემი სტაფილოს სალათს ამზადებდა, ყოველთვის მეუბნებოდა: "სწორი ვახშამი ნებისმიერ დიეტას სჯობსო". თითქმის ყოველ საღამოს, იგი ხეხავდა სტაფილოს და შესანიშნავ ფიგურას ინარჩუნებდა.

სტაფილოს სალათი
სტაფილოს გლიკემური ინდექსი უმ მდგომარეობაში 35 ერთეულს შეადგენს, მოხარშულისა 85-ს. ახალ ნაყოფში ინახება მთელი ცელულოზა და ვიტამინები, ამიტომ სტაფილო ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა სურს. სწორედ უმი სტაფილოა ყველაზე სასარგებლო.
აი სტაფილოს წვენმა კი არ უნდა გაგიტაცოთ. მიუხედავად იმისა, რომ 100 გრამში 56 კკალ-ია, მან შეიძლება მძლავრი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სტაფილოს წვენის დღიური ნორმაა 350 მლ.


მაშინაც კი, თუ კალორიებს მომზადებულ კერძში ითვლით, აუცილებლად მოგეწონებათ ეს სალათი. იგი ძალიან სასარგებლო, გემრიელი და დაბალკალორიულია - 100 გრამში 88,9 კკალ. ეს იდეალური ვარიანტია ვახშმისა: არ იშიმშილებთ და სტაფილოს წყალობით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ინგრედიენტები
  • 330 გ სტაფილო
  • 4 კვერცხი
  • 60 გ არაჟანი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
მიუხედავად იმისა, რომ ფიგურასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებს, სტაფილოს სალათს ძალიან ხშირად ვამზადებ. ჩვეულებრივ, არ ვწონი ინგრედიენტებს და ვიღებ 3-4 საშუალო სტაფილოსა და 2-3 ს.კ. არაჟანს. სალათი 3-4 ულუფაზეა გათვლილი.

მომზადება
  1. გათალეთ სტაფილო და დახეხეთ მსხვილად.


  2. მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბებად ან დახეხეთ.


  3. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. თუ ნიორი არ გიყვართ, გამოიყენეთ ნებისმიერი სანელებელი.

მოურიეთ სალათს და გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.