100 მლ - ის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 100 მლ მინერალური წყალი
- 1 ს/კ გამხმარი პიტნა
- 1 წვეთი პიტნის ეთერზეთი
- 1 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 1 წვეთი მირისის ეთერზეთი
- 1 ჩ/კ სუფრის მარილი
- 1 ჩ/კ ალოეს წვენი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
მომზადების წესი:
ნაყენის მოსამზადებლად ქვაბში აადუღეთ წყალი. ჩაიდანში ჩაყარეთ პიტნის გამხმარი ფოთლები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
ცალკე თასში ჩაყარეთ მარილი და დაასხით ეთერზეთები. მიღებული მასა ჩაასხით თბილ ნაყენში და დაელოდეთ მარილის გახსნას. დაუმატეთ ალოეს წვენი და გლიცერინი.
გადაიტანეთ სტერილურ ბოთლში და გააგრილეთ. რომ გაგრილდება, დაახურეთ სახურავი ან დაუმაგრეთ პულივიზატორი.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 1 კვირა.
მომზადების წესი:
გამოიყენეთ დღეში ორჯერ კბილების გახეხვის შემდეგ პირის ღრუს სავლებად. არ გადავყლაპოთ.