ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.ალკოჰოლი კვერცხუჯრედში იწვევს ქრომოსომების ცვლილებებს, რამაც შეიძლება მუცლის მოშლა გამოიწვიოს. ასევე შეწყვიტეთ მეორე რისკის ფაქტორის - თამბაქოს წევა. ჩასახვამდე 6 თვით ადრე შეწყვიტეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება. ერიდეთ კონტაქტს კატებთან: შეიძლება დაავადდეთ ტოქსოპლაზმოზით, რასაც ან მუცლის მოშლა, ან ბავშვის დაზიანება მოყვება. ტოქსოპლაზმოზის მიზეზი შეიძლება გახდეს უმი ხორცი, ამიტომ ხორცის დამუშავება აწარმოეთ რეზინის ხელთათმანებით. ყველა საგანაი, რომელიც უმ ხორცს ეხება, კარგად გაწმინდეთ.
ერიდეთ რბილ ყველს (დაუმწიფებელ ყველს), პაშტეტებს, ადრე მოხარშულ ან მომზადებულ ცივ საჭმელებს, თოხლო კვერცხს, ასეთმა საკვებმა სალმონელოზი შეუძლია გამოიწვიოს.
ერიდეთ ყველა წამალს, თუ მაინცდამაინც უნდა დალიოთ, მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ მოცემული წამალი ხომ არ იწვევს საშვილოსნოს კუმშვას. ერიდეთ კოფეინს, შეამცირეთ ყავის, ჩაის, კაკაოს, შოკოლადის მიღება. შეამოწმეთ თქვენს გარშემო არსებული ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურობა. მაღალტოქსიკური ნივთიერებები შეცვალეთ ნაკლებტოქსიკურობით როგორც სამუშაო, ისე საოჯახო მეურნეობებში. სასმელი წყალი ხშირად შეიცავს ტყვიის, ალუმინის და სპილენძის ზედმეტ რაოდენობას. ამიტომ წყალგაყვანილობის წყლის დალევა, კერძის დამზადება, კბილების გაწმენდა არ შეიძლება, თუ მას არ გაფილტრავთ. ხშირად შეიძლება წყალგაყვანილობის წყალი შეცვალოთ მინერალური წყლით. ერიდეთ პესტიციდებს და ჰერბიციდებს, მიირთვით ბიოლოგიურად სუფთა საკვები. სამუშაოზე ერიდეთ ვერცხლისწყალს, ანილინს, ტყვიას, რადიაქტიულ ნივთიერებებს, რენტგენის სხივებს - მათ შეუძლიათ ზიანი მოგაყენონ.