» » » სამკურნალო მცენარეები, რომლებიც აგარიდებთ მუცლის მოშლას

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც აგარიდებთ მუცლის მოშლას

მუცლის მოშლა შეიძლება ავიცილოთ მცენარეული საშუალებებით. მცენარეები ხელს უწყობენ ქალის ორგანიზმის სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მუცლის მოშლის მიზეზი მრავალია, მათ განეკუთვნება: არანორმალური ჩანასახი, საშვილოსნოს სტრუქტურული ელემენტების სისუსტე, ვირუსული ინფექციები, საშვილოსნოს ყელის ფუნქციის დაქვეითება, ჰორმონალური ცვლის მოშლა, სისუსტე, ქრონიკული ავადმყოფობები, არაკალორიული კვება.
მამაკაცის არანორმალურმა სპერმამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა. მუცლის მოშლა უკავშირდება ორგანიზმის იმუნურ რეაქციას. ორგანიზმი უნდა შეურიგდეს ჩანასახს და არ უნდა მიიღოს იგი როგორც "უცხო სხეული".


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, ხელს უწყობენ მუცლის მოშლას. არსებულ დაავადებებს ჩასახვამდე უნდა უმკურნალოთ. სისტემატურად უნდა აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა ორსულობის დროს. ჩასახვის წინ შეამოწმეთ ორივე პარტნიორის რეზუს ფაქტორზე, თუ განსხვავებულია, მაშინ თვალყურის დევნებაა საჭირო.
თუ მუცლის მოშლის საშიშროებაა, ყოველი 15-60 წუთის ინტერვალით დალიეთ ჟოლოსა და ძახველის ნახარში, რომელიც გვრის ძილს და ხელს უშლის მუცლის მოშლას.


სტრესისა და დაძაბულობის მოხსნა შეიძლება ბარამბოს, მუზარადას, ცოცხანას და კატაბალახას გამოყენებით.
თუ მუცელი ორსულობის შედარებით გვიან პერიოდში მოგეშალათ, შეიძლება რძის გამოყოფაც გქონდეთ, მკერდს ხელი არ ახლოთ, ეს თვითონ ნელ-ნელა შეწყდება, კარგია სალბის ჩაის მიღება.

მცენარეები მუცლის მოშლის შემდეგ ორსულობისათვის მოსამზადებლად.
ამ დროს უპირველესად უნდა მიიღოთ ჰორმონების ცვლის მოსაწესრიგებელი მცენარეები, კერძოდ: ხეპილპილა, რომელსაც უნდა დაუმატოთ გამრავლების სისტემის მატონიზირებელი მცენარეები ანგელოზა ან მარმუჭი. აუცილებელია ღვიძლის სამკურნალო საშუალებები, რათა ორგანიზმი გაიწმინდოს შხამებისგან. ასეთ მცენარეებს ეკუთვნიან ბაბუაწვერა, ოროვანდი, ღოლოს ფესვი ან როზმარინი. საშვილოსნოს სისხლით მომარაგების უზრუნველსაყოფად რეცეპტს უნდა დაემატოს დარიჩინი ან კოჭა, ნერვების გამამაგრებელი ცოცხანა, მუზარადა, ბარამბო, როზმარინი ან ვარდი. ამ მცენარეების მოქმედების შედეგად იხსნება დაძაბულობა, შიში და დარდი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.