» » » ქრონიკული კანდიდოზის და რძიანას სოდიანი ხსნარით და მცენარეებით მკურნალობა.

ქრონიკული კანდიდოზის და რძიანას სოდიანი ხსნარით და მცენარეებით მკურნალობა.

ორგანიზმის დამცველი მექანიზმის დასუსტების შედეგად სოკო, რომელიც საშოში ცხოვრობს, იწყებს გამრავლებას და იწვევს რძიანას.

შესაძლებელი მიზეზები, რომლებიც იწვევენ რძიანას განვითარებას, შემდეგია:
  • ჰორმონების დონის ცვლა;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ანტიბიოტიკები;
  • სტერეოიდები;
  • დიაბეტი და ორსულობა (მაღლდება გლიკოგენი საშოს სეკრეტში, ეს კი სოკოსათვის საუკეთესო ნიადაგია);
  • ვაგინალური კოსმეტიკა;
  • სექსუალური გზით გადაცემა;
  • სისუსტე, გადაღლა, ცუდი კვება, ცხოვრების არასწორი სტილი;
  • სხვა ინფექციები საშოში, გამოწვეული ქლამიდიებით.

სიმპტომები:
  • თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი, რომელსაც საფუარის სუნი აქვს;
  • ქავილი და ჭრილობის შეგრძნება;
  • სქესობრივი აქტის დროს ტკივილი;
  • წვა შარდვის დროს;
  • შეიძლება გამონაყარიც.
  • რძიანას აძლიერებს სტრესი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხმარება, ორსულობა, გარემოს დაბინძურება, ჰორმონები, ანტიბიოტიკები.

ქრონიკული კანდიდოზის და რძიანას მცენარეებით მკურნალობა.
სოკოს სპობს გულყვითელა, ბეგქონდარა, ძირყვითელა, დარიჩინი, როზმარინი. გამოიყენეთ ეს მცენარეები ჩამოსაბანად.
ნერვების დასამშვიდებლად გამოიყენეთ მუზარადა, ცოცხანა, შვრია, გადაღლის დროს ანგელოზა და კოჭა.

საშოს რძიანას დროს:
  • მოერიდეთ სქესობრივ აქტს;
  • მოერიდეთ ინტიმურ მიდამოში კოსმეტიკას;
  • არ ჩაიცვათ ვიწრო ტანსაცმელი;
  • იკვებეთ ზეთით, ხილით, ბოსტნეულით;
  • ერიდეთ შაქარს, ალკოჰოლს, ჩაის, ყავას;
  • ერიდეთ ანტიბიოტიკებს;
  • დაიბანეთ მარილიანი ან სოდიანი ხსნარით ( 1 ჩ/კ 600 მლ წყალზე);
  • ორსულობის დროს ერიდეთ გამორეცხვას.

ჩაჯექით წყლით განზავებულ ძმრიან ან ლიმონის წვნიან ტაშტში, PH -ის გასაწონასწორებლად. აიღეთ 1 წილი ძმარი ან ლიმონის წვენი და 3 წილი წყალი. წაისვით სუფთა თითით ან შპატელით მაწონი;
ჩასახვის საწინააღმდეგო მექანიკური საშუალებების ნაცვლად იხმარეთ აბები;
ერიდეთ ტამპონების ხმარებას.

კვება ქრონიკული კანდიდოზის დროს. კანდიდოზის დროს კვებას უწოდებენ უსაფუარო კვებას. ამიტომ ამ დროს უარი უნდა ვთქვათ საფუარიან, შაქრიან საჭმელზე.
ერიდეთ: შაქარს, თაფლს, შაქრიან საკვებს, ყველს, ალკოჰოლს, სპირტიან მედიკამენტებს, ძმარს, მდოგვს, ბოსტნეულის მწნილებს, მაიონეზს, კეტჩუპს, სოიოს საწებელას, სოკოს, ჩირებს, ლუდის საფუარს, ვიტამინ B-კომპლექსს, საფუარის ექსტრაქტებს.
ჭამეთ: ნიორი, მაწონი, მულტიმინერალები და ვიტამინები, სოკოს მომსპობი მარილის მჟავა, აციდოფილური ენოთერას ზეთი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.