» » » როგორ დავაღწიოთ თავი ფიბრომას, ეფექტური ხალხური საშუალებებით

როგორ დავაღწიოთ თავი ფიბრომას, ეფექტური ხალხური საშუალებებით

ქალის სასქესო ორგანოებში, უფრო ხშირად საშვილოსნოსა და საკვერცხეებში შეიძლება განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი ისე ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიანებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა) და საკვერცხეების კისტა.
ხშირად მიომა არღვევს მენსტრუაციულ ციკლს. თუ დიდი გაიზარდა მიომა, შეიძლება შეაწუხოს მეზობელი ორგანოები და გამოიწვიოს ხშირი შარდვა ან შეკრულობა.

ხალური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს ფიბრომიომასთან საბრძოლველად:
  • იღებენ სტაფილოს ნედლ ან მშრალ ფოთლებს (2 კონა) და ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. აჩერებენ 30-40 წუთს. სვამენ დოზების გარეშე, სანამ არ გაჩერდება ფიბრომიომით გამოწვეული სისხლდენა.

  • იღებენ 375 გრამ ალოეს, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გრამ მაისის ნატურალურ თაფლს და 675 მილილიტრ წითელ ღვინოს. ყველაფერს ურევენ ერთმანეთში და დგამენ 5 დღე-ღამე გრილ, ბნელ ადგილას. პირველი 5 დღე ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურანალობის კურსი 2-3 კვირიდან 1,5 თვემდეა.
    ალოე უნდა ოყოს 3-5 წლის და ფოთლების მოჭრამდე 5 დღის მოურწყავი.
    ეს საშუალება გამოიყენება არა მხოლოდ ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების, არამედ კუჭის ონკოლოგიური დაავადებების, ღვიძლის, ფილტვის ტუბერკულოზის.
    და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

  • ფარსმანდუკისა და ჭინჭრის ფოთლებს ( სულ 25 გრამი) წვრილად აქუცმაცებენ და ურევენ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ, ფუთავენ 2 საათით.
    მიღება: 100 მილილიტრი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. ფარსმანდუკის ყვავილებს აგროვებენ მაშინ, როცა ყვავილთა უმრავლესობა გაშლილია.

  • იღებენ ჭინჭარს, ქრისტესისხლას, ორკბილასა და ვალერიანის ძირებს, შავბალახას, კრაზანას, პიტნას, ასკილისა და კუნელის ნაყოფებს, თითოეული 1 ჩაის კოვზი. ასხმენ 1 ლიტრ მდუღარესა და აჩერებენ. სვამენ დღეში 2-ჯერ დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ.

  • იღებენ 1 კგ კაკლის ნაჭუჭს და უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლიტრ არაყს. აჩერებენ 10 დღე. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.

ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მიომის მდგომარეობის დადგენა. ეფექტის შემთხვევაში კურსი უნდა განმეორდეს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.