» » » კეფირის სასმელი განტვირთვისთვის, ასე სტაბილურად 3-5 კილოგრამს ვიკლებ

კეფირის სასმელი განტვირთვისთვის, ასე სტაბილურად 3-5 კილოგრამს ვიკლებ

ჯანმრთელობისა და სილამაზის საშინაო ელექსირზე - კეფირზე დარიჩინითა და ჯანჯაფილით - ნამდვილი ლეგენდები დადის! ამბობენ, რომ ასეთი სასმლის ძილის წინ დალევით, დილით შეიგრძნობთ ძალების, ჯანმრთელობისა და სიფხიზლის მოზღვავებას. კეფირის სასმელს შესაშური რეპუტაცია აქვს: უკეთეს გასახდომ საშუალებას მოკლე დროისთვის ვერსად იპოვით.
ამ სასმელს უწოდებენ "ახალი წელი კარს მოგვადგა", რადგან თუ მის მოხმარებას დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყებთ, უკვე აღარ უნდა ინერვიულოთ იმაზე, რომ საყვარელი კაბა არ ჩაგეტევათ.



გასახდომი კეფირის რეცეპტი, რომელზეც რჩევების რედაქცია გესაუბრებათ, ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც მოკლე დროში ჭარბი სანტიმეტრების მოშორება და საყვარელი კაბის ჩაცმა უნდა. და, რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. არავითარი კოშმარული დიეტა და გამომფიტავი სავარჯიშოები - 2 კვირა განმტვირთავ კეფირზე და სულ ესაა.

კეფირი დარიჩინით, გასახდომად
ინგრედიენტები
  • 250 მლ კეფირი (1.5% ცხიმი)
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
მომზადება და გამოყენება
  1. დაუმატეთ კეფირს თაფლი, სანელებელი და გააჩერეთ 15 წუთით.
  2. ამის შემდეგ შეანჯღრიეთ სასმელი ბოთლში ან ბლენდერში და გადაასხით ჭიქაში.
  3. მიირთვით კეფირის სასმელი განტვირთვის დღეებში ან ექსპრეს-დიეტის დროს 2 კვირის მანძილზე. ნახავთ, თუ რა სწრაფად გაქრება 3-5 კგ. ახალი წლისთვის მზად იქნებით.
  4. უკეთესი ეფექტისთვის დაუმატეთ კეფირს წითელი წიწაკა, მადის შესამცირებლად კი - დახეხილი ვაშლი.


იმისათვის, რომ სწრაფად და ეფექტურად დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, გამოდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები, აიმაღლოთ იმუნიტეტი და მოიშოროთ ზედმეტი სმ-ები, არ დაგავიწყდეთ ეს მნიშვნელოვანი წესებიც:

გახდომის წესები
  1. მიირთვით ხშირად - დღეში ხუთჯერ, თითქმის ყოველ 2-3 საათში. ხშირი, თუმცა მცირე ტრაპეზები თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს! გაითბვალისწინეთ, რომ დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვათ ნახშირწყლები (ფაფები, ხილი, თაფლი), მეორეში კი - ცილოვანი პროდუქტი და ცხიმები (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი).


  2. ძირითადი პროდუქტი რაციონში - ბოსტნეული, ფაფები, კვერცხი, უცხიმო ხორცი (ქათამი, ინდაური), თევზი, რძის პროდუქტებიმ თხილი, ვიტამინებითა და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით სავსე პროდუქტი.


  3. კვების რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს და მოიცავდეს საკმარისი ოდენობის ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს. ეს უკანასკნელი, სხვათაშორის, რაციონის 50%-ს უნდა შეადგენდეს: დაახლ. 250 გ(ფაფები, ხილი, ბოსტნეული), რომელთა შორის 50 გ მარტივი ნახშირწყალი უნდა იყოს (ჩირი, თაფლი).
    რაციონის 25%-ს უნდა შეადგენდეს ცილები(უცხიმო ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტი) და ამდენივე ცხიმები(მცენარეული ზეთი, ცხიმიანი თევზი, თხილი, ავოკადო).


  4. აკონტროლეთ დრო! საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე და არა "18:00-ის შემდეგ ჭამა არ შეიძლება!" თუ დასაძინებლად 23:00-ზე წვებით, ვახშამი 19-20 საათზე უნდა მიირთვათ. თუ ამ დროს სპორტ-დარბაზში დადიხართ, ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქი ბოსტნეულის სალათი, ვაშლი ან კეფირი მიირთვათ.


  5. არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი წყლის რეჟიმიც. ჭიქა თბილი წყალი უზმოზე ან 2-2.5 ლ წყალი დღის განმავლობაში მოგაშორებთ შეშუპებებს, სახის ფერს გააჯანსაღებს, ხელს შეუშლის თვალქვეშა ტომრების გაჩენას, დაგეხმარებათ კვების დარეგულირებაში და ხელს შეუშლის ნაადრევ დაბერებას.


  6. ყველაზე მთავარი - საკუთარი თავის სიყვარული. გიყვარდეთ საკუტარი თავი, მიირთვით გემრიელად და ჯანსაღად, არ აიძულოთ ორგანიზმს საზიზღრობების ჭამა და ისწავლეთ საკუთარი სურვილების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკვები გაგაკონტროლებთ თქვენ.

კეფირი დაარეგულირებს საჭმლის მონელებას, დარიჩინი მოგანიჭებთ სიმსუბუქეს, ჯანჯაფილი - ძალებს, ჯანმრთელობასა და სიფხიზლეს. როცა სამკურნალო პროდუქტების კომპანია ერთ ჭიქაში აღმოჩნდება, ყველა გახდება, გაახალგაზრდავდება და გამოჯანმრთელდება!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.