» » » ხაჭოს დიეტა, რომელსაც "ჭარბი წონის მშვიდ მკვლელს" უწოდებენ 

ხაჭოს დიეტა, რომელსაც "ჭარბი წონის მშვიდ მკვლელს" უწოდებენ 

ხაჭო - პროდუქტი, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებების გამო პოპულარობას იმსახურებს. მას ადამიანები ათეროსკლეროზის და შაქრიანი დიაბეტის დროს მოიხმარენ, ასევე შესანიშნავია მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება სურთ. 

ხაჭო კალციუმს, ფოსფორს, ცილებს, ცხიმებს შეიცავს, ძვლებს, კბილებს და თმებს აძლიერებს. ამ პროდუქტის მოხმარება დადებითად მოქმედებს ნაწლავების და ნერვული სისტემის მუშაობაზე. გასაოცარი არაა, რომ დიეტოლოგები სხვადასხვა ხაჭოს დიეტის დროს მას რეკომენდაციას უწევენ. 



ხაჭოს დიეტა

მაქსიმალური სარგებლისა და ეფექტის მისაღებად სპეციალისტები გვირჩევენ ხაჭოს 1-2 განტვირთვის დღეს, ან კომპლექსური ხაჭოს დიეტის ჩატარებას, მაქსიმუმ 5-6 დღე. 



ხაჭოს დიეტის მენიუ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. აქ ყველა იმ ვარიანტს ირჩევს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ. მნიშვნელოვანია, რომ ხაჭო უცხიმო იყოს ან მაქსიმუმ 5%-იაინი ცხიმით. აუცილებელია გახსოვდეთ: რაც უფრო მეტი ცხიმია, მით უფრო ნაკლებ კალციუმს შეიცავს. ხაჭოს დიეტის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ. 

1. 500 გრ ხაჭო და 2 ჭიქა კეფირი 5 თანაბარ ნაწილად გაანაწილეთ და დღის განმავლობაში 5 საკვების სახით მიიღეთ. 

2. უფრო ნაკლები ხაჭო - დაახლოებით 400 გრ აიღეთ, მაგრამ კეფირის მოცულობა 1 ლიტრამდე გაზარდეთ. 



3. თუ კეფირზე უარს იტყვით, მაგრამ რაციონში საკვებ ქატოს დაამატებთ, ასეთი დიეტის დაცვა 6-7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. დღის განმავლობაში თითოეული კვებისას 100 გრ ხაჭო და 1-2 ჩ/კ საკვები ქატო მიიღეთ. 

4. კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ხაჭო-ვაშლის: დღეში 400 გრ ხაჭო და 2 ჭიქა კეფირი (4 კვებაზე გადანაწილებული) 1 ვაშლი დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში კეფირი უცხიმო რძით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. 

5. ლამაზი ფიგურის მისაღებად შეგიძლიათ ხაჭო-ბანანის დიეტა გამოიყენოთ. დღეში 400 გრ ხაჭო და 2 ბანანი დაგჭირდებათ. თითოეულ კვებაში 100 გრ ხაჭო და ნახევარი ბანანი შედის. მაქსიმუმ 5 დღე გააგრძელეთ. 



ხაჭოს დიეტა რეკომენდებული არაა:

1. რომელიმე ამ პროდუქტზე ალერგიის დროს. 

2. მოზარდებისთვის; 

3. ორსულობის და ძუძუთა კვების დროს;

4. გაზრდილი მჟავიანობის დროს; 

5. კუჭის, ღვიძლის და გულის დაავადების დროს; 

6. ქირურგიული ოპერაციის დროს; 

7. სერიოზული ფიზიკური დატვირთვის დროს; 



ხაჭოს 1 კვირიანი დიეტა ორგანიზმისთვის ნამდვილი გამოცდაა. ირ ორგანიზმს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას არ აწვდის. ამასთან ღვიძლის და თირკმლების დატვირთვა იზრდება. დიეტოლოგები გვირჩევენ ხაჭოს დიეტა წელიწადში 2-ჯერ დაიცვათ. 



თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს თამამად გაუზიარეთ. დაე, ხაჭოს დიეტის შესახებ დეტალურად გაიგონ. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.