» » » ექიმი მიასნიკოვი: "გახდომის მარტივი მეთოდი წამლების გარეშე - ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია"

ექიმი მიასნიკოვი: "გახდომის მარტივი მეთოდი წამლების გარეშე - ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია"

ალექსანდრე მიასნიკოვი თავისი საქმის პროფესიონალია უდიდესი გამოცდილებით. მან დაწერა წიგნი "როგორ ვიცხოვროთ დიდხანს", რომელიც რუსეთში ბესტსელერად იქცა, მასსი მოთხრობილია მთელი ფარმაცევტული მაფია და სხვა უამრავი ცხოვრებისეული რამ.



ამასთან, ექიმ ალექსანდრეს თავისებური შეხედულება აქვს გახდომის შესახებ: საუკეთესო საშუალება გასახდომად - ესაა დაყოფილი კვება. იგი გვაშორებს შიმშილის გრძნობას, გვაძლევს მადის კონტროლის საშუალებას, ვერ ვჭამთ ზედმეტს და არ ვიმატებთ. ექიმების აზრით, საკვები ნივთიერებები დღის სხვადასხვა ნაწილებში აითვისება. ამიტომ დაიმახსოვრეთ: ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში დილის 6-9 საათზე ხვდება, ორგანიზმი ბოლომდე აითვისებს, ხოლო საღამოს მოხვედრილი ცხიმები კანქვეშა ქონად იქცევა.



ამიტომ, საუკეთესო არჩევანი საუზმეზე არის ყველი, ხაჭო და კარაქი. შუა დღეს ორგანიზმი უკეთ აითვისებს ცილას - ხორცსა და თევზს. 16 საათიდან სისხლში ჰორმონ ინსულინის დონე პიკს აღწევს, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს. ამ დროს შეგიძლიათ ტკბილეულიც მიირთვათ. ვახშამზე შეგიძლიათ თეთრი ხორცი მიირთვათ, ოღონდ მოერიდეთ ძეხვეულს - ეს სუფთა კანცეროგენია, რომელიც ზრდის მკერდისა და პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.


საბოლოო ჯამში, ყველაზე ეფექტური დიეტა ძალიან მარტივია და საგრძნობლად არ ზღუდავს რაციონს. აი, რის ჭანას გვირჩევს ალექსანდრე მიასნიკოვი ორგანიზმის უვნებლად გახდომისთვის:

დიეტის დაახლოებითი რაციონი
  1. დღეში 500 გ ბოსტნეული (განსაკუთრებით, მწვანე). არ დაგავიწყდეთ ნივრის მირთმევაც.
  2. 500 გ-მდე ხილი დღეში. სასურველია, უპირატესობა მიანიჭოთ კენკრასა და ვაშლს.
  3. შვრიის ფაფა.
  4. სრულმარცვლოვანი პროდუქტი.
  5. ნებისმიერი თევზი, მათ შორის, ცხიმიანი სახეობებიც.


  6. უცხიმო რძის პროდუქტი/
  7. ქათამი ან ინდაური.
  8. ზეითუნის ზეთი.
  9. ცოტაოდენი თხილი.
  10. ცოტა შავი შოკოლადი და 1 ჭიქა მშრალი, წითელი ღვინო.


    გახდომისას მთავარია კვების კულტურისა და რეჟიმის შექმნა-შემუშავება. პრეპარატები და ექიმები მხოლოდ დროებით გვეხმარებიან, ყველაფერი თქვენი ნებისყოფისა და მონდომების მიხედვით გამოვა. რა თქმა უნდა, საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვებიც.


გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად გახდომას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.