პროდუქტების მთელი სია არსებობს, რომლებიც ცხიმს სპორტულ დარბაზში ვარჯიშზე ნაკლებად არ წვავს. "რჩევების" რედაქცია გიზიარებთ პროდუქტებს, რომლებიც გახდომას ხელს უწყობს.
ცხიმის მწველი პროდუქტები
- შვრია
შვრია - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მარცვლეულია. ეს სასწაული ფანტელები თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით და საკვებით ბოჭკოვანით გაამდიდრებს. ასევე შვრია მოქმედებს როგორც ცხიმის მწველი პროდუქტი, ასევე სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ცუდი ქოლესტერინი გამოაქვს. შვრია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხიმის მოლეკულებთან და შაქართან კონტაქტით მოხმარებული კალორიების რაოდენობას შეამცირებს. ტყუილად არ თვლიან საუკეთესო საუზმედ. - სოკო
სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა გახდომის საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ ამაზე უნდა იზრუნოთ. ამ ვიტამინის ნაკლებობას კარგად ავსებს სოკო. ის შეგიძლიათ ნებისმიერ საკვებს დაუმატოთ, რომელსაც ამზადებთ: წვნიანი, შემწვარი და შეგიძლიათ მისგან ბუტერბროდიც მოამზადოთ. - საზამთრო
საზამთრო - ეს ნამდვილი აღმოჩენაა გახდომის მსურველებისთვის. სამწუხაროა, რომ საზამთრო მხოლოდ ზაფხულში არის ხელმისაწვდომი. საზამთრო არა მხოლოდ კვებას, არამედ ორგანიზმში სითხის რაოდენობას ზრდის. დამტკიცებულია, რომ საზამთროს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. ეს იდეალური ვარიანტია წონის შესამცირებლად. ასე რომ წელს საზამთროს სეზონი ხელიდან არ გაუშვათ. - ჟოლო
ეს აღმოჩენაა ტკბილეულის მოყვარულთათვის. თუ თქვენ რაღაც ტკბილი გსურთ, უმჯობესია რამდენიმე კენკრა ჟოლო მიირთვათ, ვიდრე შოკოლადი. ჟოლო ნებისმიერი ფორმით ბევრ უჯრედისს შეიცავს, რომელიც ცხიმს ეფექტურად ებრძვის. განსაკუთრებით მუცლის ცხიმს. - მწვანე ბოსტნეული
მწვანე ბოსტნეული - სასარგებლო ვიტამინების და მინერალების საწყობია, ამასთან მცირე კალორიებს და მაქსიმალური რაოდენობის უჯრედისს შეიცავს. სხვადასხვა მწვანილი შეგიძლიათ სუპერმარკეტის დახლზე წლის ნებისმიერ დროს ნახოთ, ასე რომ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით. ზაფხულში კი, ეს ბოსტნეული თეთრები ღირს, შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ. მწვანე ბოსტნეულის სმუზი - ერთ-ერთი საუკეთესო ცხიმის მწველი საშუალებაა. - კვერცხი
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც რაციონში უნდა იყოს. კვერცხი ბევრ ცილას შეიცავს, რაც დანაყრებას ხელს უწყობს. კვერცხის დახმარებით მუცლის ცხიმი უბრალოდ დნება. ჩატარებულ იქნა კვლევა, სადაც დაამტკიცეს რომ ვინც დღეში 2 კვერცხს საუზმეზე მიირთმევდა, წონის 65% დაკარგეს და მოცულობის 34% იმათგან განსხვავებით ვინც, მსგავსი კალორიის ფუნთუშით საუზმობდა. - ნუში
კაკალი - ეს ისაა, რაც გახდომის მსურველებს სჭირდებათ. განსაკუთრებით ნუში, რადგან ის მონოგაჯერებულ და პოლიგაუჯერებულ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც გადაძღომისგან გვიცავენ. ერთი მუჭა ნუში შიმშილის გრძნობას დაგიოკებთ და რაიმე მავნე საკვების მიღების სურვილს ჩაგიკლავთ. ამასთან ის ბევრ მაგნიუმს შეიცავს, რომლებიც კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობს. - ცხიმიანი თევზი
ის, რომ თევზი სასარგებლოა ალბათ იცით, მაგრამ ის ცხიმის წვას ხელს უწყობს. სკუმბრია, ორაგული და თინუსი მდიდარი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან თევზის ცხიმი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ცხიმის წვას ხელს უწყობს. - წყალი ლიმონით
მწარე და მჟავე საკვები საჭმლის მონელების პროცესის სტიმულაციას ხელს უწყობს, უფრო ზუსტად ეს ისაა, რაც გახდომის მსურველებს სჭირდებათ. სხეული უფრო ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიწოვს, რომელიც ნორმალური წონის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. ყოველ დილით 1 ჭიქა ლიმონიანი წყლის დალევა ჩვევად გადააქციეთ და თქვენ ნახავთ, სხეული როგორ იცვლება.
ახლა უკვე იცით, რომელი პროდუქტები წვავს ცხიმს. ისღა დაგრჩენიათ ეს პროდუქტები რაციონს დაუმატოთ. არ დაგავიწყდეთ რომ, გახდომა დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ცხოვრების ოცნებად არ უნდა გაიხადოთ. ამაზე მთელი ცხოვრების დახარჯვა არ ღირს, მერწმუნეთ, სასურველი შედეგის მიღწევა რამდენიმე თვეში შეიძლება, შემდეგ კი უბრალოდ შედეგის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ.
ასე რომ გამოიყენეთ პროდუქტები ამ სიიდან, არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტიურობა და დაიწყეთ ცვლილებები. თქვენ ყველაფერი გამოგივათ თუ ცოტა ძალისხმევას გამოიჩენთ!
თქვენ რა დაგეხმარათ გახდომაში? გაქვთ თქვენ რაიმე ხრიკი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.