დაავადება ხშირად გამოწვეულია სასქესო ორგანოების ქლამიდიებით ან სხვა ინფექციებით დაზიანებით, ვითარდება აღმავალი ვაგინალური გზით. ასეთი ინფექციები ხშირად შეუმჩნეველი რჩება და მათ არ მკურნალობენ. დაავადება შეიძლება წარმოიშვას მშობიარობის, ქვედა მუცლის ან აბორტის შემდგომი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების - სპირალის საშვილოსნოდან ამოღების ან ჩადგმის შედეგად.
მენჯის ანთება გვხვდება უმეტესად ახალგაზრდა, სექსუალურად აქტიურ ქალებში, აგრეთვე ქალებში, რომლებიც პარტნიორს ხშირად იცვლიან. ოვულაციის, მენსტრუაციის და მშობიარობის დროს, როცა საშვილოსნოს ყელი გახსნილია და ინფექციის მაღალი საშიშროება არსებობს; დაავადება ადვილად ვრცელდება.
მენჯის ანთების სიმპტომები:
- არარეგულარული ან ძლიერი მენსტრუაცია;
- სისხლდენა მენსტრუაციებს შორის;
- ძლიერი, ხშირი მყრალი გამონადენი;
- გრიპის სიმპტომები, როგორიცაა შემცივნება და ზოგადი უძლურობა;
- ტკივილი სქესობრივი აქტის ან მას შემდეგ;
- წელის, ქვედა მუცლის ტკივილი;
- ხშირი შარდვის სურვილი, ტკივილი შარდვის დროს;
- ქვედა მუცლის შებერილობა, გულისრევა ან ფაღარათი, უმადობა.
თუ მწვავე ინფექციაა, მაშინ ავადმყოფს შეიძლება ქონდეს სიცხე და ქვედა მუცლის ძლიერი ტკივილი. ქრონიკული ინფექციის ან რეციდივის დროს ნაკლებად გამოხატულ სიმპტომებთან და პერიოდულ დაყუჩებასთან გვაქვს საქმე. პირველი ნიშნებისთანავე დაავადებას კარგად უნდა ვუმკურნალოთ, რადგან მენჯის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსცესები, პერიტონიტი, ნაწიბურების გაჩენა გამრავლების ორგანოებში, უპირველესყოვლისა კვერცხსავლებში. ამას კი შეიძლება საშვილოსნოსგარე ორსულობა ან უნაყოფობა მოჰყვეს. სამწუხაროდ მსუბუქი ინფექციის დროს სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული იმისთვის, რომ საჭირო მკურნალობა დაინიშნოს. ბევრ შემთხვევაში ამ სიმპტომებს მენსტრუალურ ტკივილებში ურევენ. ამის გამო ინფრქცია ხშირად შეუნიშნავი ხდება და მოჰყვება თითქოსდა უსაფუძვლო უნაყოფობა ნაწიბურების გამო.
თვითდახმარება მენჯის ანთების დროს. - ყველა სიმპტომს უნდა უმკურნალოთ. თუ თქვენ ახალი პარტნიორი გყავთ ან ქმარი, რომელსაც სხვა ქალებიც ყავდა, სქესობრივი აქტიდ დროს იხმარეთ კონდომი ინფექციის ასაცილებლად;
- მშობიარობის შემდეგ, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის შემდეგ, გინეკოლოგიური გასინჯვის, საშვილოსნოს სპირალის ამოღების ან ჩადგმის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ზემოთ მოხსენიებულ სიმპტომებს;
- იწექით ლოგინში სანამ ყველა სიმპტომი არ გაგივლით. სრულ გამოჯანმრთელებამდე არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი;
- ერიდეთ საშვილოსნოს სპირალს, გამორეცხვებს და ტამპონებს.
- ყურადღება მიაქციეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ჰიგიენას;
- ბევრი იმოძრავეთ მენჯის სისხლით უკეთ მომარაგებისათვის. დაგეხმარებათ მსუბუქი იოგა და ტაიში ვარჯიშები.
სამკურნალო მცენარეები და კვება მენჯის ანთების დროს.
გაიკეთეთ რეგულარულად თბილი აბაზანა ან მთლიანი, ან საჯდომი ქვედა მუცლის სპაზმის მოსახსნელად. დაუმატეთ წყალს რამდენიმე წვეთი ლავანდის, ვარდის ხის, როზმარინის ან ნემსიწვერას ეთერზეთი. დაიზილეთ ქვედა მუცელი და წელი ამ ზეთებით. დალიეთ რუდბექიას ნაყენი ორ საათში ერთხელ მწვავე ინფექციის დროს, ხოლო რეციდივისა და ქრონიკული ინფექციის დროს დღეში 4-ჯერ. ეს მკურნალობა რამდენიმე კვირა ან თვე უნდა ჩაიტაროთ.
ბეგქონდარა, მირტის ხე, ოხრახუში და ჭიაფერა ებრძვიან ინფექციას და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. დაუმატეთ მას გამრავლების ორგანოების სამკურნალო გულყვითელა, იმისათვის რომ ანტისეპტიკური მცენარეების მოქმედება გაამძაფროთ.
ყურადღება მიაქციეთ კვებას: ნედლი ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ შაქარი, მზა საჭმელები და კოფეინი. შეამცირეთ რძის პროდუქტები, გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკიტონი. დალიეთ A, C, და E ვიტამინები, აგრეთვე თუთია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ქსოვილების განსაკურნავად.
განკურნება მიმდინარეობს უმეტესად ნელა და დასაწყისში უნდა იმკურნალოთ ცნობილი ანტიბიოტიკებით, იმისათვის, რომ ინფექცია დასძლიოთ.