» » » გოგრა საკვერცხეების ანთების დროს საუკეთესო საშუალებაა, გოგრა ყველანაირი სახით.

გოგრა საკვერცხეების ანთების დროს საუკეთესო საშუალებაა, გოგრა ყველანაირი სახით.

საკვერცხეები - ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალი, მდებარეობს საშვილოსნოს ორივე მხარეს. საკვერცხეების ანთებას იწვევენ მიკრობები, რომლებიც იქ ხვდებიან მეზობელი ორგანოებიდან ან სისხლდენიდან. მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს გაციებამ, მენსტრუაციის პერიოდში ფეხიდან შეციებამ.
მწვავე ანთების დროს ტკივილი ძალიან მწვავეა, განსაკუთრებით მუცლის ქვედა ნაწილში. ქრონიკული ფორმის დროს დამახასიათებელია ყრუ ტკივილი.

  • გოგრა საკვერცხეების ანთების დროს საუკეთესო საშუალებაა, გოგრა ყველანაირი სახით. უკეთესია უმი გოგრის წვენი დღეში 3-ჯერ თითო ჩაის ჭიქა.

  • ღებულობენ ალოეს წვენს დესერტის კოვზით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • იღებენ ასკილისა და შავი მოცხარის ნაყოფს თანაბარი რაოდენობით. 20 გრამ ნარევს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. უმატებენ შაქარს. ღებულობენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში.

  • გვირილას ყვავილის ნაყენის გამორეცხვები საუკეთესოა საკვერცხეების ანთების სამკურნალოდ. ამისათვის 1,5 ს/კ გვირილას მშრალ ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ფუთავენ. აჩერებენ 20 წთ. შემდეგ 37 გრადუსის ტემპერატურის ნაყენს სპეციალური ოყნით იკეთებენ საშოში.

  • გვირილას, კრაზანას, ფარსმანდუკსა და ქრისტესისხლას იღებენ თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 10 წთ.
    მიღება: ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

    საშვილოსნოს ყელის ეროზია
  • ეროზია - საშვილოსნოს ყელის ეპითელური ქსოვილის მთლიანობის დარღვევაა. ეს დაავადება დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებთან. ეროზია შეიძლება გაჩნდეს მშოაბიარობის ან აბორტის დროს.

  • საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს გამოიყენება ქაცვის ზეთი ტამპონების სახით. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. ქაცვის ზეთში დასველებული ტამპონი კეთდება ძილის წინ.

  • ამზადებენ ხსნარს. იღებენ 2,5 გ ნამდვილ მუმიოს და ასხამენ 100 მლ წყალს.ხსნიან კარგად და იკეთებენ ტამპონს ყოველ ღამე 10 დღის განმავლობაში.

  • 2 ს/კ გულყვითელას ყვავილს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • 1 ჩაის კოვზ ევკალიპტის ნაყენს ხსნიანს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. გამოიყენება გამორეცხვებისთვის.

  • საშვილოსნოდან სისხლდენის, აგრეთვე საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, 1/2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თავსისხლას ფესურას აყენებენ ერთ (ძლიერი დოზა) ან ორ ჭიქა წყალზე (შედარებით სუსტი დოზა) 8 საათის განმავლობაში, შემდეგ ადუღებენ 10 წუთს და წურავენ. იღებენ 2-3 სუფრის კოვზს დღეში ჭამის შემდეგ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.