» » » საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანთების სამკურნალო 4 შესანიშნავი ხალხური საშუალება

საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანთების სამკურნალო 4 შესანიშნავი ხალხური საშუალება

საშვილოსნოს დანამატები - საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები - განლაგებულია მცირე მენჯთან საშვილოსნოს ორივე მხარეს. ინფექციის გამომწვევები დანამატებში ხვდებიან საშვილოსნოდან ან საშოდან. ყველაზე ხშირად ანთებას იწვევს: გონოკოკი, ქლამიდიოზი და სტაფილოკოკი.
სიმპტომები: თუ დაავადება მიმდინარეობს მწარე სტადიაში, ადგილი აქვს ტკივილებს მუცლის ქვედა ნაწილში, მაღალი სიცხე, ღებინება. შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დარღვევაც. როდესაც გამწვავება ქრება, ტკივილიც მცირდება.

ხალხური მედიცინას ძალიან ბევრი რეცეპტი აქვს ამ დაავადებასთან საბრძოლვევად.

რეცეპტი 1
შევურიოთ ორ-ორი ნაწილი - მუხის ქერქი და ტყის ბალბას ფოთლები, 3 ნაწილი - სალბის ფოთოლი და 5 ნაწილი - გვირილას ყვავილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ლიტრი წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთი. ნარევი გამოვიყენოთ ვაგინალური ტამპონების დასასველებლად.

რეცეპტი 2
რძეში მოვხარშოთ კომბოსტოს ფოთლები. ნახარში გადავასხათ სათანადო ჭურჭელში, ჩავიცუცქოთ და მივიღოთ ორთქლის აბაზანა. ეს პროცედურა უნდა გავიმეოროთ სანამ ანთება არ გაქრება.

რეცეპტი 3
შევურიოთ თანაბარი რაოდენობით ვირისტერფა და ძიძოს ბალახი. 1 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 1 საათით. დავლიოთ 5-ჯერ დღეში, 3-4 სუფრის კოვზი 2-3 კვირის განმავლობაში, ნაყენის მიღების პერიოდში არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტი.

რეცეპტი 4
დანამატების ანთების დროს უზმოზე დავლიოთ კარტოფილის წვენი, გამოწურული ერთი მთელი საშუალო ზომის კარტოფილისგან. მიღების წინ წვენი უნდა მოვურიოთ, რათა სახამებელი გადავიდეს გაწონასწორებულ მდგომარეობაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.